12 აგვისტოს, შვედეთის პირველობის 19 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" სახლში "ფალკენბერგს" დაუზავდა - 1:1.
მატჩს, რომელსაც 10 757 მაყურებელი დაესწრო, მასპინძლები 0:1-ს აგებდნენ და 68-ე წუთზე, ხარაიშვილის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა რობინ სიოდერმა ანგარიში გაათანაბრა.
გიორგიმ ჩემპიონატის 18 შეხვედრაში 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი გუნდი კი 32 ქულით მეეექვსე ადგილზეა და 19 აგვისტოს გასვლაზე "ჰელსინგბორგს" დაუპირისპირდება.