გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში მეექვსე საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 აგვისტოს, შვედეთის პირველობის 19 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" სახლში "ფალკენბერგს" დაუზავდა - 1:1.

მატჩს, რომელსაც 10 757 მაყურებელი დაესწრო, მასპინძლები 0:1-ს აგებდნენ და 68-ე წუთზე, ხარაიშვილის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა რობინ სიოდერმა ანგარიში გაათანაბრა.

გიორგიმ ჩემპიონატის 18 შეხვედრაში 3 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, მისი გუნდი კი 32 ქულით მეეექვსე ადგილზეა და 19 აგვისტოს გასვლაზე "ჰელსინგბორგს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
შვედეთის ჩემპი დაბალი დონეა. თყ ქაჩავს წესით უფრო ძლიერ ლიგაში უნდა გადავიდეს.
mdaa
10:24 13-08-2019
0
მართალია, შვედეთი არაა ტოპ ლიგა. გიორგი აშკარად გადაიზარდა, სხვა დონე სჭირდება. გეტებორგში გადასვლა სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ ეხლა ძლიერი ჩემპიონატი სჭირდება.
მერაბი
10:32 20-08-2019
0

სიახლეები პოპულარული