ფოტო: facebook.com/DINAMOTB/
ესპანური გამოცემები eldesmarque, eldia და eldorsal-ი წერენ, რომ ლევან შენგელიათი, "კადისის" გარდა, სეგუნდა დივიზიონის კიდევ ერთი კლუბი - "ტენერიფე" არის დაინტერესებული და კანარელებმა თბილისის "დინამოს" უკვე მიმართეს. ამას გარდა, eldesmarque ჟურნალისტზე დაყრდნობით ამბობს, რომ ქართველი შემტევი მნიშვნელოვან, სახელოვან ევროპულ კლუბს აინტერესებს, თუმცა კლუბის ვინაობას არ აკონკრეტებს.
გამოცემები წერენ, რომ "კადისს" ლევან შენგელიას მალე გაფორმების იმედი აქვს. მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, თუმცა არც ისე არის საქმე, სანერვიულო რომ არაფერი ჰქონდეთ. სწორედ ამ მოლაპარაკებების ფონზე მიმართა "ტენერიფემ" თბილისის "დინამოს".
ჟურნალისტ ანხელ გარსია
ალვარესის მიხედვით, კონტაქტი ქართულ და ესპანურ გუნდს ("ტენერიფე") შორის ანდორაში დამყარდა, როცა "დინამო" "ენგორდანისთან" სათამაშოდ იყო ჩასული.
თუმცა ამ ეტაპზე უპირატესობა მაინც "კადისს" აქვს. კლუბის პრეზიდენტმა მანუელ ვისკანომ თქვა, რომ შენგელიას "კადისში" გადასვლა ბიუროკრატიული პრობლემების გამო შეყოვნდა.
"საქართველოში საქმეები სხვანაირად კეთდება და ჩვენ ველოდებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები "დინამოსთან", რათა შენგელიას "კადისში" ჩამოყვანა შევძლოთ" - თქვა ვისკანომ.
ამის პარალელურად, "ტენერიფეს" ინტერესი ძალიან რეალურია. კუნძულელების მცდელობები წარუმატებელი არაა და "დინამოსთან" მათაც ინტენსიური მოლაპარაკებები აქვთ. თუმცა, ჟურნალისტ მანოი დასვანის ინფორმაციით, პრობლემას ის ქმნის, რომ შენგელიათი სახელოვანი ევროპული კლუბი არის დაინტერესებული.
მართალია, საინფორმაციო საშუალებები კლუბს არ ასახელებენ, თუმცა, დიდი ალბათობით, ისიც ესპანური კლუბია. ამის თქმის საშუალებას ის გვაძლევს, რომ სტატიის ბოლოს ავტორი აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი მაინც იქით მიდის, რომ შენგელია ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშებსო.
ყველაზე მთავარი კი ერთი ფრაზაა-საქართველოში საქმეები სხვანაირად კეთდება))) ქეში უნდათ ალბათ,ან თანხის ნაწილი ოფშორზე.