იური სიომინი: კვარაცხელია "ლოკომოტივის" წამყვანი ფეხბურთელი იქნებოდა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა და ქართველ ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

"ჩვენ შემადგენლობის მხრივ შეზღუდულები ვართ. ბევრი ფეხბურთელი წავიდა, ფარფანმა ტრავმა მიიღო. ისე გამოვიდა, რომ ჩვენ მოწინავე ფეხბურთელები ჩამოგვშორდნენ: ფერნანდესი და ფარფანი. თუმცა ვთვლი, რომ ამ დროისთვის ხვიჩა ჩვენი წამყვანი ფეხბურთელი იქნებოდა. ასე რომ, დანაკარგი ძალიან დიდია.

ხვიჩას შეეძლო ძალიან მოემატებინა. ის მარატ იზმაილოვზე უფრო ნიჭიერი იყო", - განაცხადა 72 წლის სპეციალისტმა.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივი" ამ ზაფხულს დატოვა და "რუბინის" ფეხბურთელი გახდა. პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში ხვიჩამ გოლი
სწორედ თავის ყოფილ კლუბს გაუტანა. მარატ იზმაილოვი კი, "ლოკომოტივის" გარდა, "სპორტინგსა" და "პორტუში" თამაშობდა და პორტუგალიის ჩემპიონიც გახდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდი პატივისცემა ჩემგან სიომინს, მაგრამ ეს ისე იქნებოდა და ეს ასე იქნებოდა რა ლაპარაკია?! თუ რამე გინდოდათ მანდ არ იყო?? ფეხბურთელი გუნდიდან აგახიეს , მხოლოდ იმიტომ , რომ ნორმალური კონტრაქტის შეთავაზება არ ისურვეთ, რას ნიშავს 1+1 და თან თუ ტრავმას მიიღებს კონტრაქტის გაწყვეტის უფლებას იტოვებდით, და მერე ეს ახალგაზრდა რჩებოდა ჰაერში..../ ხოდა შეთავაზა რუბინმა რაც თქვენ უნდა შეგეთავაზებინათ და ეს გადავიდა იქ ვისაც ჭირდებოდა !!! / ხვიჩა რო ყოფილიყო ეროვნებით ბრაზილიელი ალბათ სულ სხვა კონტრაქტით დაელაპარაკებოდით , მაგრამ რაღან გრუზინია გგონიათ კაპიკების ენაზე უნდა დაელაპარაკოთ, ხოდა ასე რომ უკვე გვიანია.../ რამდენად წაიკითხავს იური ამ წერილს არ ვიცი , მაგრამ ასე მგონია მე ეს ამბავი...
Vasil
11:39 14-08-2019
0
უკანა რიცხვით ლაპარაკში ყველა მაგარია. ეგ რომ შეეთავაზებინა კვარაცხელიასთვის თავის დროზე იქნებ არც წამოსულიყო ლოკომოტივიდან.
გიორგი
19:36 13-08-2019
1

სიახლეები პოპულარული