ვაკო გვილიამ "ლეგიაში" საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ლეგია" საკუთარ მოედანზე დაუზავდა "ატრომიტოსს" (0:0) და თითქოს უშანსოდ იყო, მაგრამ საბერძნეთში 2:0 გაიმარჯვა და ამაში უდიდესი წვლილი გვილიამ შეიტანა.
29-ე წუთზე მისი პასით სტოლარსკიმ ანგარიში გახსნა, 51-ე წუთზე კი თავად გაიტანა გოლი.
პლეი-ოფში "ლეგია" "მიდტიულანდსა" და "რეინჯერსს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.