გიორგი არაბიძე თურქეთში იჯარის წესით ითამაშებს

AutoSharing Option
პორტუგალიური "ნასიონალის" ფეხბურთლი გიორგი არაბიძე თურქეთის მეორე ლიგის კლუბ "ადანასპორში" 1-წლიანი იჯარით ითამაშებს და თურქულ კლუბს ქართველი შემტევის გამოსყიდვის უფლება ექნება. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე პორტუგალიური საინფორმაციო საშუალება ავრცელებს.

21 წლის ნახევარმცველი "ნასიონალში" დონეცკის "შახტარიდან" გადავიდა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა 1 წლის შემდეგ თურქეთის მეორე ლიგის კლუბში გადავიდა სათამაშოდ. როგორც ჩანს, გიორგის პორტუგალიის მეორე ლიგაში თამაშს თურქეთის შესაბამის დივიზიონში თამაში ურჩევნია.

არაბიძემ "ნასიონალის" შემადგენლობაში პრიმერა ლიგის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ პორტუგალიის თასზე ითამაშა და ერთხელ პორტუგალიის ლიგის თასზე,
სადაც "ტონდელას" წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა. გიორგი საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 15 /
გული მწყდება მაგ ბიჭზე. ნუ გასაგებია, მენტალიტეტი, აბა ასე არ გაწირავდნენ
ვასო
22:26 16-08-2019
0
სა ხართ პროფესორები ამის ნაკრებში გამპძახებას რომ ითხ9ვდით?
ჯო
13:45 16-08-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული