გიორგი არაბიძე თურქეთში იჯარის წესით ითამაშებს

AutoSharing Option
პორტუგალიური "ნასიონალის" ფეხბურთლი გიორგი არაბიძე თურქეთის მეორე ლიგის კლუბ "ადანასპორში" 1-წლიანი იჯარით ითამაშებს და თურქულ კლუბს ქართველი შემტევის გამოსყიდვის უფლება ექნება. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე პორტუგალიური საინფორმაციო საშუალება ავრცელებს.

21 წლის ნახევარმცველი "ნასიონალში" დონეცკის "შახტარიდან" გადავიდა და კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა 1 წლის შემდეგ თურქეთის მეორე ლიგის კლუბში გადავიდა სათამაშოდ. როგორც ჩანს, გიორგის პორტუგალიის მეორე ლიგაში თამაშს თურქეთის შესაბამის დივიზიონში თამაში ურჩევნია.

არაბიძემ "ნასიონალის" შემადგენლობაში პრიმერა ლიგის 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ერთხელ პორტუგალიის თასზე ითამაშა და ერთხელ პორტუგალიის ლიგის თასზე,
სადაც "ტონდელას" წინააღმდეგ მოახერხა გოლის გატანა. გიორგი საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელია.
მკითხველის კომენტარები / 15 /
გული მწყდება მაგ ბიჭზე. ნუ გასაგებია, მენტალიტეტი, აბა ასე არ გაწირავდნენ
ვასო
16 აგვისტო 2019 22:26
0
სა ხართ პროფესორები ამის ნაკრებში გამპძახებას რომ ითხ9ვდით?
ჯო
16 აგვისტო 2019 13:45
1
ვსიო, წასულა ხელიდან ეს ბიჭი და დასანანია.
სტატუს ქუო
16 აგვისტო 2019 08:54
2
ერთი ორი წაიფაფხურა და თავი მარადონა ეგონა. მარადონა ვერა მარა ვინც უნდა ყოფილიყო ისიც ვერ გამოვიდა ისე აუვარდა რაღაც თავში, რა აუარდა კაცმა არ იცის. ეს ფეხბურთს ვეღარსად ითამაშებს უკვე მიუხედავათ ასეთი ასაკისა))
Geo_Dinamo
16 აგვისტო 2019 08:24
1
ასეთი ფეხბურთელის ნიჭი რომ დაიკარგება დანაშაულია. მე მგონი მე უფრო მწყდება გული ამ ბიჭზე ვიდრე თვითონ თავის თავზე. არ მოინდომა, იზარმაცა, თავში აუვარდა როგორც ქართველებს ჩვევიათ და აი შედეგიც. გისურვებ თავდადებას გიორგი, რადგან წარმატება რომ გისურვო, ეს თავდადების გარეშე არ მოდის.
გიოს
15 აგვისტო 2019 23:46
0
Cudia dzqlian, me me vfiqrob rom am bichs didi fsiqologiuri dartyma miajyena kobiashbilma sajarod, ra gancxadeba ybelam kargad vicittan im dros roca mama axali dagupuli yabda, stres stresi daumates, imedia 1-2 celshi odnav cagvindeba da cota chkuaze mova, carmatebebi yvela qartvel spprcmens saqartveloshi chamosvlas rac sheexeba 50 atasi aqvt minimum da 5000 atasis gulize arabin chamova da amat afgilze 100 idan 1 tu tu datmobs mag yvelafers egeccudia, tundac 25 clis iyos finansebze fiqris magivrad gaumjobesebaze da ganvitarebaze unda ifiqron
Va-Le
15 აგვისტო 2019 23:16
4
ამათ ფეხბურთი არ აინტერებთ, ფულია გადამწყვეტი, თურქული გუნდები მდიდრები არიან,ისე სამწუხაროდ მაგათი პირველი ლიგა ბევრად ჯობია ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს
irakli
15 აგვისტო 2019 22:38
0
ჯიგარი ხარ ძმაო,ვაფასებ შენს ობიექტურობას.
გოგა-ს
15 აგვისტო 2019 20:26
1
ისნია დათო ასეთ გუნდებს რუსეთი ჯობია. კარგად ვნახეთ კრასნოდარმა რა უყო პორტუს. ოქროს მანდ,რო გაებრწყინა კრასნოდარში ცუდი ფეხბურთელი გახდებოდა თუ უფრო კარგი? სხვა თემაა გვიყვარს თუ არა რუსეთი
გოგა
15 აგვისტო 2019 19:06
4
რუსეთი რა თქმა უნდა საკმაოდ ძლიერი ლიგაა,ახლა უკვე კარგი ინფრა სტრუქტურით,მასში ქართველის თამაში ცუდი არაა,მაგრამ მეორე მხრივ,საკმაოდ ხშირად ქართველებისათვის წინა პლანზე პოლიტიკური ფაქტორები გამოდის და არც რუსები არიან ევროპის დონეზე ცივილიზებული ხალხი.მიხვალ და უკან წამოსვლა რომ გინდა,ისეთ ბარიერებს გიქმნიან,ფაქტობრივად მძევალი ხდები.საკმაოდ მკაცრი კლიმატის გამო,აქ თამაში და ვარჯიშიც,საკმაოდ ძნელია.თანაც ტრავმული.სწორედ ეს ფაქტორებია,რის გამოც დიდი დაფიქრებაა საჭირო,რუსეთში წასვლამდე
სოსო
16 აგვისტო 2019 09:22
0
ძალიან ცდება ის ხალხი ვისაც ჰგონია რომ რუსეთის ჩემპიონატი და იქ ქართველთა თამაში ცუდია.რუსეთის ჩემპიონატის დონემ ძალიან აიწია,მაღალი ტემპი,შესანიშნავი მოედნები და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.მეც ვიცი რომ რუსეთის ჩემპიონატს ინგლისის,ესპანეთის,გერმანიის და იტალიის პირველობა ჯობია მარა ვის უნდა ამათგან ჩვენი ფეხბურთელები?თურქეთს,ყაზახეთს და თუნდაც პოლონეთს ასჯერ ჯობს რუსეთის ჩემპიონატში თამაში.
სიმართლე
15 აგვისტო 2019 18:55
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული