"ადანასპორი" გიორგი არაბიძეს ქართულად მიესალმა [PHOTO]

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე თურქეთის პირველი ლიგის "ადანასპორში" გადავიდა. კლუბის ოფიციალური საიტი გიორგის ქართულ ენაზე მიესალმა.

Sportall.Ge

თავად გიორგის კომენტარს, კი თურქული გამოცემა hurriyet.com.tr- გადმოსცემს:

"მოხარული ვარ, რომ "ადანასპორის" ფეხბურთელი გავხდი. ეჭვიც არ მეპარება, რომ გუნდთან ერთად ძალიან ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებ. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ჩემს ტრანსფერში წვლილი შეიტანა."- აღნიშნა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა.

"ადანასპორი", რომელიც თურქეთის პირველ ლიგაში თამაშობს, სუპერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლას აპირებს და გიორგი არაბიძის ტრანსფერი ამით არის განპირობებული. არაბიძე თურქულ კლუბში 1 წლიანი იჯარით ითამაშებს და
გუნდს, მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

21 წლის არაბიძეს თბილისის "ლოკომოტივში", დონეცკის "შახტარსა" და პორტუგალიურ "ნასიონალში" უთამაშია. "ადანასპორი" გიორგისთვის ახალი გამოწვევა იქნება და იმედია, აქ მაინც მოახერხებს სტაბილურად თამაშს.


მკითხველის კომენტარები / 26 /
არაბიძეს მინდა ვუსურვო წარმატებები, ჯერ ახალგაზრდაა და არაფერია დაკარგული. ჩემი აზრით არაბიძე და კიდევ ბევრი სხვები ჯობდათ დინამოში ეთამაშათ, ევროპა ლიგაზეც მოხვდებონენ და წრმატებაც ექნებოდათ.
1
ქართულად კი არა ეს თურქული მისალმებაა, ,,ს-ა-ლ-ა-მ" ისე,რომ თავში ნუ ავიგდებთ თუ ვიღაცამ ქართულად წაიბჟუტურა, გაიხსენეთ ავად სახსენებერლი ბუში და ხინკალი, ან კურტუმის გაქნევა, ალათ იგულისხმა აი ეს ხართო.
გიორგი
08:59 19-08-2019
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული