"ადანასპორი" გიორგი არაბიძეს ქართულად მიესალმა [PHOTO]

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე თურქეთის პირველი ლიგის "ადანასპორში" გადავიდა. კლუბის ოფიციალური საიტი გიორგის ქართულ ენაზე მიესალმა.

Sportall.Ge

თავად გიორგის კომენტარს, კი თურქული გამოცემა hurriyet.com.tr- გადმოსცემს:

"მოხარული ვარ, რომ "ადანასპორის" ფეხბურთელი გავხდი. ეჭვიც არ მეპარება, რომ გუნდთან ერთად ძალიან ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებ. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ჩემს ტრანსფერში წვლილი შეიტანა."- აღნიშნა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა.

"ადანასპორი", რომელიც თურქეთის პირველ ლიგაში თამაშობს, სუპერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლას აპირებს და გიორგი არაბიძის ტრანსფერი ამით არის განპირობებული. არაბიძე თურქულ კლუბში 1 წლიანი იჯარით ითამაშებს და
გუნდს, მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

21 წლის არაბიძეს თბილისის "ლოკომოტივში", დონეცკის "შახტარსა" და პორტუგალიურ "ნასიონალში" უთამაშია. "ადანასპორი" გიორგისთვის ახალი გამოწვევა იქნება და იმედია, აქ მაინც მოახერხებს სტაბილურად თამაშს.


მკითხველის კომენტარები / 26 /
თურქეთის მეორე ლიგის კლუბი
დათო
18 აგვისტო 2019 16:00
0
წარმატებებს და გამარჯვებებს ვუსურვებ გიორგის, სადაც უნდა იყოს, ამ ეტაპზე მთავარია სტაბილურად ითამაშოს და კარგ ფორმაში შევიდეს, აუცილებელია პოტენციალი გამოავლინოს და გოლები გაიტანოს, უკეთესია თუ წინ ითამაშებს და არა სიღმიდან, ასე უფრო სასარგებლო იქნება. მნიშვნელოვანია ნაკრებშიც დაბრუნდეს, თორემ დრო გარბის
ზაზა
18 აგვისტო 2019 15:45
6
გიორგის უკან დასახევი გზა აღარ აქვს.უნდა ითამაშოს,დაიბრუნოს ფორმა,სულიერი წონასწორობა და საგზური ევროპის ნორმალურ გუნდში.ყველაფერი შენს ხელშია გიო,წარმატებები,ჯანმრთელობა და ტოპ ლიგა.ნიჭი გაქვს,თუ შრომასაც არ დააკლებ,აუცილებლად ითამაშებ დიდ ფეხბურთს.
სოსო
18 აგვისტო 2019 15:37
6
არაბიძე ჯერ მხოლოდ 21 ქლისაა და თუ ჭკუაში ჩავარდა,ყველაფერი ჯერ წინა აქვს.ყველაფერი მის ხელშია.30 წლის იყო გიორგი იარცევი,კონსტანტინ ბესკოვმა მოსკოვის სპარტაკში რომ მიიწვია სსრკ პორველობის მეორე ლიგიდან.ამ დროს,რამაზ შენგელია უკვე მსოფლიოს დონის თავდამსხმელი და ბომბარდირი იყო,ასევე ოლეგ ბლოხინიც,მაგრამ სწორედ ის გახდა ჩემპიონატის ბომბარდირი და კიდევ რამდენიმე წელი, ერთერთი ბომბარდირი.ასაკი მნიშვნელოვანია მაგრამ არა გადამწყვეტი.თუ შენ ადგილს და თამაშს იპოვი,შედეგი სიბერეშიც შეიძლება მოვიდეს
სოსო
18 აგვისტო 2019 19:25
2
ევროპოს ნორმალურ გუნდში აწონეს გაზომეს და უთხრეს აქ არაფერი გესაებაო,კი მივიდა იქ ტავის ფეხით სადაც თავის ადგილია. ეგრე იცის ზედმეტად ერთი ადგილის თამაშმა
გიორგი
18 აგვისტო 2019 16:56
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული