"ადანასპორი" გიორგი არაბიძეს ქართულად მიესალმა [PHOTO]

AutoSharing Option
21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე თურქეთის პირველი ლიგის "ადანასპორში" გადავიდა. კლუბის ოფიციალური საიტი გიორგის ქართულ ენაზე მიესალმა.

Sportall.Ge

თავად გიორგის კომენტარს, კი თურქული გამოცემა hurriyet.com.tr- გადმოსცემს:

"მოხარული ვარ, რომ "ადანასპორის" ფეხბურთელი გავხდი. ეჭვიც არ მეპარება, რომ გუნდთან ერთად ძალიან ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებ. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც ჩემს ტრანსფერში წვლილი შეიტანა."- აღნიშნა ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა.

"ადანასპორი", რომელიც თურქეთის პირველ ლიგაში თამაშობს, სუპერლიგაში გადასვლისთვის ბრძოლას აპირებს და გიორგი არაბიძის ტრანსფერი ამით არის განპირობებული. არაბიძე თურქულ კლუბში 1 წლიანი იჯარით ითამაშებს და
გუნდს, მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.

21 წლის არაბიძეს თბილისის "ლოკომოტივში", დონეცკის "შახტარსა" და პორტუგალიურ "ნასიონალში" უთამაშია. "ადანასპორი" გიორგისთვის ახალი გამოწვევა იქნება და იმედია, აქ მაინც მოახერხებს სტაბილურად თამაშს.


მკითხველის კომენტარები / 26 /
არაბიძეს მინდა ვუსურვო წარმატებები, ჯერ ახალგაზრდაა და არაფერია დაკარგული. ჩემი აზრით არაბიძე და კიდევ ბევრი სხვები ჯობდათ დინამოში ეთამაშათ, ევროპა ლიგაზეც მოხვდებონენ და წრმატებაც ექნებოდათ.
x.x
20 აგვისტო 2019 16:23
1
ქართულად კი არა ეს თურქული მისალმებაა, ,,ს-ა-ლ-ა-მ" ისე,რომ თავში ნუ ავიგდებთ თუ ვიღაცამ ქართულად წაიბჟუტურა, გაიხსენეთ ავად სახსენებერლი ბუში და ხინკალი, ან კურტუმის გაქნევა, ალათ იგულისხმა აი ეს ხართო.
გიორგი
19 აგვისტო 2019 08:59
6
მაგის პრობლემა არის ის, რომ ეგ თავის ფეხბურთს ტამაშობს, ანუ მაგან უნდა დაალაგოს და შექმნას თამაში. ხოლო მაგაზე რომ ააწყო თამაში, სულ ცოტა ფიზიკა უნდა ქონდეს 10 ჯერ მეტი, ვიდრე აქვს. თუ ყველაფერ სიამოვნებას გადადებს და მხოლოდ სპორტით შემოიფარგლება და თან თავმდაბლობას ისწავლის, რაღაცას მიარწევს. იმ გუნდებში, რაც ჩამოთვლილია ზემოთ, რასაც თამაში ქვია, მაგას არ უთამაშია. ნასიონალს აუბზუა ცხვირი, როცა თამაშიც არ ქონდა დაწყებული და ადანარაღაცაში გადავიდა? მაღლა უნდა მიდიოდეს და დაბლა მოდის? ღმერთმა ხელი მოუმართოს, მარა უკვე მეეჭვება. ნებისყოფა არააქვს მაგ ბიჭს, რაც მთავარია ნებისყოფაა
ვასო
18 აგვისტო 2019 23:33
2
ამ უნიჭიერესი ბიჭის პრობლემა გამოუცდელობა კი იყო, მაგრამ უფრო მეტი პრობლემა მის გვერდით მყოფი ადამიანების უვიცობა, უგულობა და ალბათ სიხარბეც აღმოჩნდა. არავინ დაანახა მოსალოდნელი სავალალო შედეგები. გუნდრუკს წინასწარ უკმევდნენ. წააგო ამან და ისინი ალბათ სხვა მსხვერპლას, ახალ ხეირს ელოდებიან.

ახლა ყველაფრის თავიდან დაწყება უწევს და ვუსურვოთ წარმატებები. მხოლოდ თავად უნდა შეძლოს, მთავარია აწი მაინც გამოიტანოს სწორი დაკვნები საკუთარ თავზეც და განსკუთრებით კი შემოტმასნილებზე.

წარმატებები გიორგი!
ლევანი
18 აგვისტო 2019 23:05
1
გიორგის ინტერვიუ წავიკითხე ადრე, სულ მოკლე-მოკლე პასუხებს სცემდა, ეტყობოდა, რომ ბევრი ლაყბობა არ უყვარს. ასეთი ხალხი, როგორც წესი, გულითა და სულით უდგება ხოლმე საქმეს. ერთადერთი, რაც ასეთ ადამიანს სჭირდება, ესაა ნდობა და შედეგიც არ დააყოვნებს.
ლაშა
18 აგვისტო 2019 22:39
9
არ ამოგივიდათ ამდენი ბოღმა იმის მაგივრად წარმატებები რომ უსურვოთ? მოვა დრო და მართლაც დაფიქრდებით თქვენ სიტყვებზე. კაშიას მოსდევდით და ლანძღავდიათ მოედანზე არ გამოვიდესო და ემტერებოდით და კაშიადან განსხვავებით რა დააშავა ამ ბიჭმა ისეთი რომ არცერთ ფეხბურთელს არ დაუშავრბია?ყველა ფეხბურთელს აქვს ჩავარდნა აცადეთ ამ ბიჭს რა გადაჯინებულივით ემტერებით შეგრცხვეთ თურქები უკვე აღმერთებენ თქვენ კი? ასეა ქართველი ქართველს არასდროს ინდობდა!!!
zaza
18 აგვისტო 2019 22:34
15
არაბიძისათვის ბათუმს რო მიემართა წინადადებისათვის დარწმუნებული ვარ იუკადრისებდა.და იგივეს გააკეთებდა ჭანტურიაც.ხოდა მაგიტომ არაფელი არ გამოვა თქვენგან და დაასრულებთ მათხოვრულ კარიერას სოფლის გუნდებში.ბარსელონადან რომ სადღაც ტ..... გადახვალ იქ დამთავრდა ყველაფერი.ტალანტი არა ტოროლა.ტალანტი გიო ქინქლაძე ვიცოდი მე.გთხოვთ გამომიქვეყნოთ
ზაზა
18 აგვისტო 2019 21:49
7
გიორგის ყველა პირობა აქვს ითამაშოს დიდი ფეხბურთი, ოღონდ შრომაც დიდი ჭირდება. ჩვენ გვჯერა რომ იგი ამას შეძლებს. წარმატებები
თენგაბი
18 აგვისტო 2019 20:52
6
ცოტა სერიოზულად უნდა მიუდგეს საქმეს და ყველაფერი გამოუვა, წარმატებები
s
18 აგვისტო 2019 20:21
4
არც ისე კარგი კლუბია მაგრამ რას იზამ, თუ მუდმივი პრაქტიკა ექნება ჯანდაბას. იმედია იპოვის თავის თავში ძალას რომ მარად პერსპექტიული არ დარჩეს და კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. ცოტა ხასიათს უნდა მიხედოს და მიხვდეს რომ ფეხბურთელიას კარიერა არც ისე დიდი ხანი გრძელდება.
Free
18 აგვისტო 2019 20:05
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული