ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" ჩემპიონატი მოგებით დაიწყო, შინ "ტენერიფე" დაამარცხა - 2:0. პაპუნაშვილი სათადარიგო იყო.
გერმანია
ბუნდესლიგა. "უნიონს" საშინელი დებიუტი გამოუვიდა ბუნდესლიგაში, ბერლინში "ლაიპციგთან" 0:4 განადგურდა. მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ ყოფილა აკაკი გოგია.
III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (52-ე წუთზე გამოცვალეს) "უნტერჰახინგმა" სტუმრად 2:0 მოუგო კიოლნის "ვიქტორიას".
საფრანგეთი
ლიგა 2. ტრავმირებული ამირან სანაიას "როდეზი" სტუმრად
"ვალანსიენთან" დამარცხდა - 0:1.
პორტუგალია
პრიმეირა. "პორტუს" ფეხბურთელებმა ლიგის მარცხი გიორგი მაკარიძეზე ამოიყარეს, "დრაგაუზე" "სეტუბალს" 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. საკმარისია ითქვას, რომ "პორტუს" ფეხბურთელებმა მაკარიძის კარისკენ 23-ჯერ დაარტყეს, რომელთაგანაც 10 კარში წავიდა.
ჰოლანდია
ერედივიზიე. გიორგი აბურჯანიას "ტვენტე" შინ "ვაალვეიკს" დაუზავდა - 3:3. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო.
ბელგია
ჟუპილერლიგა. ქართველთა "გენტმა" შინ 2:0 მოუგო "ოსტენდეს". არც ერთს არ უთამაშია - გიორგი ქვილითაია სათადარიგო იყო, გიორგი ბერიძე განაცხადში არ ყოფილა, გიორგი ჩაკვეტაძე რეაბილიტაციის კურსს გადის.
პროქსიმუს ლიგა. ირაკლი ბუღრიძის (77-ე წუთზე შევიდა) "ბეერსხოტი" სტუმრად "ლეუვენთან" დამარცხდა - 0:3. ბექა ვაჩიბერაძის (74-ე წუთზე შეცვალეს) "ლომელი" შინ "ვირტონთან" დამარცხდა - 0:3.
ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (90 წუთი, გააფრთხილეს) "შტურმი" შინ 0:1 დამარცხდა ვენის "რაპიდთან".
2 ლიგა. ლევან ელოშვილის "კაპფენბერგი" შინ "კლაგენფურტთან" დამარცხდა - 1:2. ელოშვილი 71-ე წუთზე 0:2-ზე შევიდა და 6 წუთში გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია სეზონში.
შვეიცარია
თასი. ოთარ კაკაბაძის (90 წთ) "ლუცერნმა" სტუმრად მოუგო "კროიცლინგენს" 2:0 და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ხოლო ლევან ხარაბაძის (90 წთ) "ციურიხმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ბლექ სტარს".
დანია
სუპერლიგა. საბა ლობჟანიძის (90 წუთი) "რანდერსი" შინ "კოპენჰაგენთან" დამარცხდა - 0:1. ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" 1:0 მოუგო "ლინგბის". ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
პოლონეთი
ექსტრაკლასა. დავით სხირტლაძე მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე გამოჩნდა, მისი "არკა" კი შინ "ლეხს" დაუზავდა - 0:0. გიორგი მერებაშვილის (90 წუთი) "პლოცკი" სტუმრად "პიასტთან" დამარცხდა - 0:1. კვლავ შესანიშნავად ითამაშა ვაკო გვილიამ - "ლეგიამ" "ზაგლებიეს" 1:0 მოუგო, ერთადერთი გოლი კი ვაკოს კუთხურს და ვესოვიჩის თავურს მოჰყვა. გვილიამ შეუცვლელად ითამაშა.
ჩეხეთი
1 ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილი განაცხადში არ იყო. მისმა "ზლინმა" სტუმრად "ოპავა" დაამარცხა.
სლოვაკეთი
ფორტუნა ლიგა. ლუკა ლოჩოშვილის (არ უთამაშია) "ჟილინამ" შინ 3:0 მოუგო "ნიტრას".
უნგრეთი
ოტპ. ლაშა დვალი სათადარიგო იყო. მისმა "ფერენცვაროშმა" შინ "კაპოშვარი" დაამარცხა - 1:0. ბუდუ ზივზივაძის (74-ე წუთზე შევიდა) "მეზოკოვეშდმა" შინ "პუშკაშ აკადემიას" მოუგო - 1:0.
რუსეთი
პრემიერლიგა. მოსკოვის "სპარტაკის" დუბლებში დებიუტი ჰქონდა 18 წლის ნიკა ქუთათელაძეს. მან საგოლე პასი შეასრულა.
ქართველთა "რუბინმა" შინ 1:0 დაამარცხა გია გრიგალავას "არსენალი". ზურიკო დავითაშვილი (90 წუთი) და ხვიჩა კვარაცხელია (69-ე წუთზე შეცვალეს) სასტარტოში იყვნენ, ხოლო ბექა მიქელთაძე 63-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. სრულად ითამაშა დამარცხებულთა რიგებში გრიგალავამ (გაფრთხილება).
ჯიმი ტაბიძის "უფამ" 2:0 მოუგო "როსტოვს". ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" დერბიში სტუმრად დაამარცხა "დინამო" - 2:1. კვირკველია ისევ სათადარიგო იყო.
I დივიზიონი. ირაკლი კვეკვესკირის (არ უთამაშია) "სკა-ხაბაროვსკი" სტუმრად "ნიჟნი ნოვგოროდს" დაუზავდა - 1:1.
უკრაინა
პრემიერლიგა. ანდრო გიორგაძის "ვორსკლა" შინ სანდრო კობახიძის "დნიპრო 1"-ს დაუზავდა. ქართველებს არ უთამაშიათ. დავით ხოჭოლავას (სათადარიგო) "შახტარმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ლვივს".
ბელორუსი
ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას არ უთამაშია, მისი "ნემანი" კი შინ "ისლოჩს" დაუზავდა - 1:1.
ლატვია
ვირშლიგა. თამაზ პერტიას "ვალმიერამ" შინ 3:1 მოუგო "იელგავას", რომლის რიგებშიც ირაკლი ბიძინაშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო გურამ ლუკავა განაცხადში არ ყოფილა.
ქართველთა "ვენტსპილსმა" "რიგასს" დიდი ანგარიშით მოუგო - 3:0. გიორგი მჭედლიშვილი სასტარტოში იყო, გააფრთხილეს და შესვენებაზე გამოცვალეს. გუგა ფალავანდიშვილი მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა.
აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. მერაბ გიგაურისა (გაფრთხილება) და დავით ვოლკოვის "გაბალამ" ჩემპიონატი შინ მარცხით დაიწყო - 0:2 "სუმგაიტთან". ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.
ყაზახეთი
პრემიერლიგა. კახა ცხადაძის "ორდაბასიმ" სტუმრად 4:0 გაანადგურა "ოკჟეტპესი". ქართველთა "ტობოლი" სტუმრად "ერტისს" დაუზავდა - 0:0. ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა (ბოლოსკენ გააფრთხილეს), ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია. ქართველთა კიდევ ერთი გუნდი, "თარაზი" შინ 0:2 დამარცხდა "ქაირათთან". არც ლაშა კასრაძეს უთამაშია და არც ელგუჯა ლობჯანიძეს.
უზბეკეთი
სუპერლიგა. შოთა არველაძის "ფახთაქორმა" სტუმრად აგმკ დაამარცხა - 3:0. დამარცხებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა ელგუჯა გრიგალაშვილმა. ჯაბა ლიპარტია და ვილი ისიანი "ბუხოროს" სასტარტოში იყვნენ, რომელიც შინ "სოგდიანას" დაუზავდა - 1:1. სტუმართა რიგებში სასტარტოში იყო კახა მახარაძე. მათე ვაწაძემ "ყიზილქუმის" მაისურით გაიტანა, მისმა გუნდმა შინ 2:1 მოუგო სამარყანდის "დინამოს". ლაშა თოთაძემ და ვაწაძემ შეუცვლელად ითამაშეს. სხვათა შორის, ზოგიერთი უზბეკური წყარო გოლს ვაწაძეს კი არა, თოთაძეს მიაწერს.
აშშ
MLS. ქართველთა "სან ხოსე" სტუმრად "კანზას სიტისთან" დამარცხდა - 1:2. ვაკო ყაზაიშვილმა და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს.
ადმინ შენ რო იცი ერთი ისე დამბლოკე...