ლეგიონის უქმეები: 2 ქართული გოლი და ვაკო გვილიას მორიგი საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სულ ორი ქართული გოლი გავიდა - ავსტრიის ქვედა ლიგასა და უზბეკეთში. საგოლე პასით გამოიჩინა თავი ვაკო გვილიამ პოლონეთში - ასეთი მწირი იყო ლეგიონის უქმეები.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" ჩემპიონატი მოგებით დაიწყო, შინ "ტენერიფე" დაამარცხა - 2:0. პაპუნაშვილი სათადარიგო იყო.

გერმანია
ბუნდესლიგა. "უნიონს" საშინელი დებიუტი გამოუვიდა ბუნდესლიგაში, ბერლინში "ლაიპციგთან" 0:4 განადგურდა. მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ ყოფილა აკაკი გოგია.

III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (52-ე წუთზე გამოცვალეს) "უნტერჰახინგმა" სტუმრად 2:0 მოუგო კიოლნის "ვიქტორიას".

საფრანგეთი
ლიგა 2. ტრავმირებული ამირან სანაიას "როდეზი" სტუმრად
"ვალანსიენთან" დამარცხდა - 0:1.

პორტუგალია
პრიმეირა. "პორტუს" ფეხბურთელებმა ლიგის მარცხი გიორგი მაკარიძეზე ამოიყარეს, "დრაგაუზე" "სეტუბალს" 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. საკმარისია ითქვას, რომ "პორტუს" ფეხბურთელებმა მაკარიძის კარისკენ 23-ჯერ დაარტყეს, რომელთაგანაც 10 კარში წავიდა.

ჰოლანდია
ერედივიზიე. გიორგი აბურჯანიას "ტვენტე" შინ "ვაალვეიკს" დაუზავდა - 3:3. ქართველი ნახევარმცველი სათადარიგო იყო.

ბელგია
ჟუპილერლიგა. ქართველთა "გენტმა" შინ 2:0 მოუგო "ოსტენდეს". არც ერთს არ უთამაშია - გიორგი ქვილითაია სათადარიგო იყო, გიორგი ბერიძე განაცხადში არ ყოფილა, გიორგი ჩაკვეტაძე რეაბილიტაციის კურსს გადის.

პროქსიმუს ლიგა. ირაკლი ბუღრიძის (77-ე წუთზე შევიდა) "ბეერსხოტი" სტუმრად "ლეუვენთან" დამარცხდა - 0:3. ბექა ვაჩიბერაძის (74-ე წუთზე შეცვალეს) "ლომელი" შინ "ვირტონთან" დამარცხდა - 0:3.

ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (90 წუთი, გააფრთხილეს) "შტურმი" შინ 0:1 დამარცხდა ვენის "რაპიდთან".

2 ლიგა. ლევან ელოშვილის "კაპფენბერგი" შინ "კლაგენფურტთან" დამარცხდა - 1:2. ელოშვილი 71-ე წუთზე 0:2-ზე შევიდა და 6 წუთში გაიტანა. ეს მისი პირველი გოლია სეზონში.

შვეიცარია
თასი. ოთარ კაკაბაძის (90 წთ) "ლუცერნმა" სტუმრად მოუგო "კროიცლინგენს" 2:0 და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ხოლო ლევან ხარაბაძის (90 წთ) "ციურიხმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ბლექ სტარს".

დანია
სუპერლიგა. საბა ლობჟანიძის (90 წუთი) "რანდერსი" შინ "კოპენჰაგენთან" დამარცხდა - 0:1. ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგმა" 1:0 მოუგო "ლინგბის". ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

პოლონეთი
ექსტრაკლასა. დავით სხირტლაძე მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე გამოჩნდა, მისი "არკა" კი შინ "ლეხს" დაუზავდა - 0:0. გიორგი მერებაშვილის (90 წუთი) "პლოცკი" სტუმრად "პიასტთან" დამარცხდა - 0:1. კვლავ შესანიშნავად ითამაშა ვაკო გვილიამ - "ლეგიამ" "ზაგლებიეს" 1:0 მოუგო, ერთადერთი გოლი კი ვაკოს კუთხურს და ვესოვიჩის თავურს მოჰყვა. გვილიამ შეუცვლელად ითამაშა.


ჩეხეთი
1 ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილი განაცხადში არ იყო. მისმა "ზლინმა" სტუმრად "ოპავა" დაამარცხა.

სლოვაკეთი
ფორტუნა ლიგა. ლუკა ლოჩოშვილის (არ უთამაშია) "ჟილინამ" შინ 3:0 მოუგო "ნიტრას".

უნგრეთი
ოტპ. ლაშა დვალი სათადარიგო იყო. მისმა "ფერენცვაროშმა" შინ "კაპოშვარი" დაამარცხა - 1:0. ბუდუ ზივზივაძის (74-ე წუთზე შევიდა) "მეზოკოვეშდმა" შინ "პუშკაშ აკადემიას" მოუგო - 1:0.

რუსეთი
პრემიერლიგა. მოსკოვის "სპარტაკის" დუბლებში დებიუტი ჰქონდა 18 წლის ნიკა ქუთათელაძეს. მან საგოლე პასი შეასრულა.

ქართველთა "რუბინმა" შინ 1:0 დაამარცხა გია გრიგალავას "არსენალი". ზურიკო დავითაშვილი (90 წუთი) და ხვიჩა კვარაცხელია (69-ე წუთზე შეცვალეს) სასტარტოში იყვნენ, ხოლო ბექა მიქელთაძე 63-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. სრულად ითამაშა დამარცხებულთა რიგებში გრიგალავამ (გაფრთხილება).

ჯიმი ტაბიძის "უფამ" 2:0 მოუგო "როსტოვს". ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. საბა კვირკველიას "ლოკომოტივმა" დერბიში სტუმრად დაამარცხა "დინამო" - 2:1. კვირკველია ისევ სათადარიგო იყო.

I დივიზიონი. ირაკლი კვეკვესკირის (არ უთამაშია) "სკა-ხაბაროვსკი" სტუმრად "ნიჟნი ნოვგოროდს" დაუზავდა - 1:1.

უკრაინა
პრემიერლიგა. ანდრო გიორგაძის "ვორსკლა" შინ სანდრო კობახიძის "დნიპრო 1"-ს დაუზავდა. ქართველებს არ უთამაშიათ. დავით ხოჭოლავას (სათადარიგო) "შახტარმა" სტუმრად 2:0 მოუგო "ლვივს".

ბელორუსი
ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას არ უთამაშია, მისი "ნემანი" კი შინ "ისლოჩს" დაუზავდა - 1:1.

ლატვია
ვირშლიგა. თამაზ პერტიას "ვალმიერამ" შინ 3:1 მოუგო "იელგავას", რომლის რიგებშიც ირაკლი ბიძინაშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა, ხოლო გურამ ლუკავა განაცხადში არ ყოფილა.

ქართველთა "ვენტსპილსმა" "რიგასს" დიდი ანგარიშით მოუგო - 3:0. გიორგი მჭედლიშვილი სასტარტოში იყო, გააფრთხილეს და შესვენებაზე გამოცვალეს. გუგა ფალავანდიშვილი მოედანზე 81-ე წუთზე გამოჩნდა.

აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. მერაბ გიგაურისა (გაფრთხილება) და დავით ვოლკოვის "გაბალამ" ჩემპიონატი შინ მარცხით დაიწყო - 0:2 "სუმგაიტთან". ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. კახა ცხადაძის "ორდაბასიმ" სტუმრად 4:0 გაანადგურა "ოკჟეტპესი". ქართველთა "ტობოლი" სტუმრად "ერტისს" დაუზავდა - 0:0. ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა (ბოლოსკენ გააფრთხილეს), ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია. ქართველთა კიდევ ერთი გუნდი, "თარაზი" შინ 0:2 დამარცხდა "ქაირათთან". არც ლაშა კასრაძეს უთამაშია და არც ელგუჯა ლობჯანიძეს.

უზბეკეთი
სუპერლიგა. შოთა არველაძის "ფახთაქორმა" სტუმრად აგმკ დაამარცხა - 3:0. დამარცხებულთა შორის შეუცვლელად ითამაშა ელგუჯა გრიგალაშვილმა. ჯაბა ლიპარტია და ვილი ისიანი "ბუხოროს" სასტარტოში იყვნენ, რომელიც შინ "სოგდიანას" დაუზავდა - 1:1. სტუმართა რიგებში სასტარტოში იყო კახა მახარაძე. მათე ვაწაძემ "ყიზილქუმის" მაისურით გაიტანა, მისმა გუნდმა შინ 2:1 მოუგო სამარყანდის "დინამოს". ლაშა თოთაძემ და ვაწაძემ შეუცვლელად ითამაშეს. სხვათა შორის, ზოგიერთი უზბეკური წყარო გოლს ვაწაძეს კი არა, თოთაძეს მიაწერს.

აშშ
MLS. ქართველთა "სან ხოსე" სტუმრად "კანზას სიტისთან" დამარცხდა - 1:2. ვაკო ყაზაიშვილმა და გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კი მაგრამ ეს ჩვენი ფეხბურთელები აგენტებს მიყავთ ესეთ გუნდებში თუ თვითონ ეძებენ ესეთ (სახელოვან გუნდებს და ქვეყნებს)გაგიჟდება კაცი ქვეყნიდან მიდიან და სად თვითონაც არ იცის 90%.და ნაკრები საერთოდ როგორ უნდა გყავდეს ვაისს რო ვაგინებთ და უსწორებთ ყველაფერს.ფუი
თემური
15:18 19-08-2019
0
ყიზილქუმი,ყარაყუმი...გაგიჟდები კაცი...და ამათ უნდა ვუგულშემატკივროთ?ახლა ლევან სალუქვაძე გვამადლის,თუ არ გინდათ სტადიონზე სულაც ნუ მოხვალთო.რაღა მეშველება ეხლა ამათ ფაფხურს თუ არ უყურე კიდე.იმედის ფსონზე ილაპარაკა სალუქვაძემ-შესავალი ისეთი ქონდა მე მეგონა სუ სიმართლეს ილაპარაკებდა:თურმე გულშემატკივარი ვყოფილვართ სუ ყველაფერში დამნაშავე.ეტყობა დინამოზე მაგრაა გაბრაზებული სალუქვაძე.ეს ფელის ვისენტე ვინ არი არასოდეს გამიგია აქამდეო.აბა ვისენტეს კითხე შენზე რა იციდა ან მანამდე ან ახლა.და საერთოდ:„ტი ქტო ტაკოი,დავაი იდი,გულიაი,დასვიდანია“!!!
ადმინ შენ რო იცი ერთი ისე დამბლოკე...
Jordan Beli
13:15 19-08-2019
0

სიახლეები პოპულარული