ლაშა შინდაგორიძე ისევ შევიდა შეცვლაზე და ისევ გაიტანა - საგოლე პასიც გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 აგვისტოს, ბელორუსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ლაშა შინდაგორიძის სოლიგორსკის "შახტიორმა" სტუმრად 5:0 გაანადგურა "სლუცკი".

შინდაგორიძე 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 70-ე წუთზე მისი პასით იური კოვალიოვმა ანგარიში 4:0 გახადა, 77-ეზე კი თავადაც გაიტანა გოლი.

ლაშამ წინა ტურშიც, თავის სადებიუტო მატჩშიც დალაშქრა მეტოქის კარი და გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ თუ ლეგიონერებს მიიყვანენ, სწორედ ჩვენებურის დარი უნდა იყოს.

"შახტიორი" 37 ქულით მესამე ადგილზეა და 25 აგვისტოს "გომელს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სწორედ ეს აკლდა საბურთალოს.
სოსო
08:22 20-08-2019
1
კი არ გაგყიდა არ გაიყიდა
Racha
02:41 20-08-2019
1

სიახლეები პოპულარული