დანიურმა tipsbladet.dk-მ წერილი მიუძღვნა "რანდერსის" შემტევ საბა ლობჟანიძეს და აღნიშნა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დარჩენილ ორ კვირაზე მცირე დროში კლუბი მის გაყიდვას შეეცდება. გამოცემასთან ამასთან დაკავშირებით კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა სორენ პედერსენმა გააკეთა:
"თუ საქმეს წმინდა სპორტული კუთხით შევხედავთ, ის შემადგენლობა გვყავს, რომელიც გვინდა გვყავდეს. თუმცა, ფეხბურთელთა გაყიდვა ჩვენი სტრატეგიის ნაწილია და ვიმედოვნებ, რომ ლობჟანიძის ტრანსფერი მალე განხორციელდება. საბას სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული და ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენ ამ ტრანსფერით დაინტერესებულნი ვართ".
საბას "რანდერსთან" კონტრაქტი გაისად უმთავრდება და თუ ახლა ვერ
გაასხვისეს, ხელშეკრულების გაგრძელებას შესთავაზებენ, რათა მისი გაყიდვა მომავალში მოახერხონ.