საბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ყველაზე ძვირად ღირებული მცველია

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა euro-football-მა, გერმანული transfermarkt.com-ის მიხედვით, რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მცველები დაასახელა და მათ შორის მეორე ადგილზეა საბა კვირკველია (10 მილიონი ევრო), რომელიც ამ ადგილს კიდევ 3 მცველთან იყოფს.

აი, რას წერს გამოცემა საბას შესახებ:

"ქართველი მცველი რუსეთის დასაპყრობად ჯერ კიდევ 2010 წელს ჩამოვიდა. თუმცა მისი ტალანტი "ზენიტში" ვერ დააფასეს და სამშობლოში დაბრუნება მოუწია. თუმცა 1 წლის შემდეგ ის "რუბინში" აიყვანეს და პირველ წელს ყაზანური გუნდის ძირითად შემადგენლობაში 12 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კიევის "დინამოსა" და
"ლიონის" წინააღმდეგ.

2016/17 წლებში ხავი გრასიას "რუბინში" მოსვლის შემდეგ გუნდის წამყვანმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნახევარი წლის განმავლობაში საბას "რუბინის" შემადგენლობაში არ უთამაშია და "ლოკომოტივმა" ის იჯარით აიყვანა, სეზონის ბოლოს კი, 2.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა."

რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებული მცველი ცსკა-ს მარჯვენაფლანგელია. რუსეთის ნაკრების წევრი და წარმოშობით ბრაზილიელი მარიო ფერნანდესი 30 მილიონი ევრო ღირს, ხოლო საბა მეორე ადგილს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" სამ მცველთან - იაროსლავ რაკიცკისთან ("შახტარიდან" მისული), ემანუელ მამანასა ("ლიონიდან" მისული) და დუგლას სანტოსთან ("ჰამბურგიდან" მისული) იყოფს. ტოპ-7 მცველში შედის წარმოშობით ქართველი და რუსეთის ნაკრების წევრი გიორგი ჯიქია. მისი სანტრანსფერო ფასი 8.5 მილიონი ევრო გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
და საბას სატრანსფერო ფასი?
გიზო
14:42 21-08-2019
1

სიახლეები პოპულარული