ელგუჯა გრიგალაშვილის ჰეთ-თრიკი - მისი გუნდი უზბეკეთის თასის ნახევარფინალშია

AutoSharing Option
21 აგვისტოს, ელგუჯა გრიგალაშვილის ალმალიკის AGMK-მ უზბეკეთის თასის მეოთხედფინალში ტაშკენტში "ოქ-ტეპა" 4:3 დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა.

ამ შეხვედრაში 29 წლის ქართველმა ლეგიონერმა ჰეთ-თრიკი შეასრულა.

ის ამ გუნდში "ყიზილქუმიდან" ცოტა ხნის წინ გადავიდა, იქამდე კი ბათუმის "დინამოში", კვიპროსის "ეთნიკოსში", "პაფოსსა" და "ოტელოსში", აგრეთვე, "ჩიხურაში", თბილისის "დინამოსა" და მარტვილის "მერანში" ასპარეზობდა.

რაც შეეხება ჩემპიონატს, AGMK 17 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-12 ადგილზეა, გრიგალაშვილმა კი 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული