ვაკო გვილია სტივენ ჯერარდის გუნდთან საუკეთესო იყო

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში ვაკო გვილიას "ლეგია" ვარშავის პირთამდე სავსე 30-ათასიან სტადიონზე "რეინჯერსს" დაუზავდა (0:0), რომელსაც სათავეში სტივენ ჯერარდი უდგას.

პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, მეორე ტაიმში კი პოლონელ არმიელებს ვაკო გვილია წინ გაუძღვა. თავადაც ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, ორჯერ კი მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი იგორ ლევჩუკმა ვერ გადაგზავნა მეტოქის კარში.

გვილიას კარგი ასპარეზობა "დეილი მეილმაც" აღნიშნა და "პილკა ნოზნამაც". პოლონური გამოცემა გვილიას გარჯას ნახევარმცველებთან, ლუკინჰასთან და მარტინსთან ერთად ვარსკვლავურს უწოდებს; აღნიშნავს, რომ ის შეტევებს უნარიანად ხელმძღვანელობდა და
საერთოდ, არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს იღებდა.

"ლეგიას" მწვრთნელმა ალეკსანდერ ვუკოვიჩმა ნამატჩევს თქვა, რომ ობიექტურად მათზე ძლიერ მეტოქეს ტოლი არაფერში არ დაუდეს, რომელმაც წინა წრეში "მიდტიულანდი" საერთო ანგარიშით 7:3 დაამარცხა, ახლა შანსები 60/40-ზეა გლაზგოელთა სასარგებლოდ, თუმცა არაფრის დათმობას არ აპირებენ და ბოლომდე იბრძოლებენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ვუყურე თამაშის და რა საუკეთესო???!!! ჯერ ესერთი მაგარი საზიზღარი და ყრუ თამაში იყო, არანაირი არაფერი!!! და ვაკოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ეს მეტიჩრობა რა საჭიროა ვერ გავიგე!!!
Vasil
14:51 23-08-2019
2
გენაცვალეთ სტატიის სათაურებში :)
ვალერიანი
12:59 23-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული