დავით სხირტლაძემ პოლონეთში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა დავით სხირტლაძემ პოლონეთის ექსტრაკლასაზე პირველი გოლი გაიტანა.

ის სტუმრად "კრაკოვიასთან" მატჩში (1:3) შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და 90+4-ე წუთზე გაიტანა გოლი.

სხირტლაძე ადრე "რიგაში", ტრნავას "სპარტაკში", "სილკებორგსა" და "ორჰუსში" თამაშობდა.

"არკა" 6 ტურის შემდეგ 2 ქულით მე-15 ადგილზეა და 30 აგვისტოს "გურნიკს" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული