ლეგიონის უქმეები: სამი ქართული გოლი და არაბიძის დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
გასული უქმეები ქართული ლეგიონისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. სამმა ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა, თურქეთში გიორგი არაბიძის დებიუტი შედგა.

10-წლიანი პაუზის შემდეგ თემურ ქეცბაია კვიპროსის ჩემპიონატს დაუბრუნდა.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილი სათადარიგო იყო, მისი "სარაგოსა" კი სტუმრად "პონფერადინას" დაუზავდა - 1:1.

გერმანია
ბუნდესლიგა. აკაკი გოგიას "უნიონი" სტუმრად დაუზავდა "აუგსბურგს". გოგია კვლავ არ ყოფილა ბერლინელთა განაცხადში.

III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (90 წუთი) "უნტერჰახინგი" შინ "ჰალეშერთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:3.

საფრანგეთი
ლიგა 2. ამირან სანაიას (ტრავმა) "როდეზი" შინ "ორლეანს" დაუზავდა - 3:3.

პორტუგალია
პრიმეირა. გიორგი
მაკარიძის
"სეტუბალი" შინ მის ყოფილ გუნდ "მორეირენშეს" დაუზავდა - 0:0. ქართველი გოლკიპერის ანგარიშზე 2 "სეივია".

ჰოლანდია
ერედივიზიე. გიორგი აბურჯანია "ტვენტეს" რიგებში 68-ე წუთზე გამოჩნდა. მისი გუნდი სტუმრად "ჰეერენვეენს" დაუზავდა - 0:0.

ბელგია
ჟუპილერლიგა. ლუკა ზარანდიას (77-ე წუთზე შეცვალეს) "ვარეგემი" სტუმრად "სენტ ტრუიდენს" დაუზავდა - 0:0.

თასი. ირაკლი ბუღრიძისა და ბექა ვაჩიბერაძის გუნდებმა თასზე იმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ - "ბეერსხოტმა" 6:1 გაანადგურა "დიკელვენი", ხოლო "ლომელმა" "ტემსეს" მოუგო - 4:0. ბუღრიძეს არ უთამაშია, ვაჩიბერაძემ შეუცვლელად ითამაშა.

შვეიცარია
სუპერლიგა. ლევან ხარაბაძის (შესვენებაზე შეცვალეს) "ციურიხი" სტუმრად "იანგ ბოიზთან" განადგურდა - 0:4. ოთარ კაკაბაძის (66-ე წუთზე შევიდა) "ლუცერნი" სტუმრად "სიონთან" 1:2 დამარცხდა.

ავსტრია
ბუნდესლიგა. საუკეთესოდ ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, რომლის "შტურმმა " შინ 2:0 მოუგო "ტიროლს". ქართველმა 39-ე წუთზე საგოლე პასი მიითვალა, ხოლო 58-ეზე თავად გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა.


2 ლიგა. ლევან ელოშვილის (79-ე წუთზე შევიდა) "კაპფენბერგი" სტუმრად "დორნბირნთან" განადგურდა - 1:6.

დანია
სუპერლიგა. საბა ლობჟანიძის (90 წუთი) "რანდერსი" სტუმრად "ლიუნგბიუსთან" დამარცხდა - 0:2. ლაშა პარუნაშვილის (სათადარიგო) "ესბიერგი" შინ "სილკებორგს" დაუზავდა - 2:2.

პოლონეთი
ექსტრაკლასა. სადებიუტო გოლი გაიტანა დავით სხირტლაძემ. ის "არკას" რიგებში "კრაკოვიასთან" მატჩის მეორე ტაიმში გამოჩნდა - სხირტლაძემ 94-ე წუთზე გაიტანა, "არკა" 1:3 დამარცხდა.

ვატო არველაძის (55-ე წუთზე გამოცვალეს) "კორონა" სტუმრად 0:3 დამარცხდა "გურნიკთან". ვაკო გვილია "ლეგიამ" სტუმრად თამაში შემოატრიალა და 3:2 მოუგო ლკს-ს. გვილია სათადარიგო იყო და მოედანზე 61-ე წუთზე გამოჩნდა, როცა მისი გუნდი 1:2 მარცხდებოდა.

ჩეხეთი
1 ლიგა. ვახტანგ ჭანტურიშვილის (55-ე წუთზე შევიდა, გააფრთხილეს) "ზლინი" საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დამარცხდა "კარვინასთან" - 1:4.

სლოვაკეთი
ფორტუნა ლიგა. ლუკა ლოჩოშვილის (არ უთამაშია) "ჟილინა" სტუმრად "სლოვანს" დაუზავდა - 1:1.

უნგრეთი
NB 1. ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვეშდმა" სტუმრად 3:0 მოუგო დვტკ-ს. ბუდუმ შეუცვლელად ითამაშა (ყვითელი ბარათი).

მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა ლაშა დვალის "ფერენცვაროში", რომელმაც სტუმრად "პუშკაშ აკადემიასთან" წააგო - 1:4. ქართველი მცველი სათადარიგო იყო.

საბერძნეთი
სუპერლიგა. ბერძნულ დებიუტში გოლი გაიტანა ბაჩანა არაბულმა, რომელმაც პირველად მოირგო "პანიონიოსის" ფორმა. არაბული "ვოლოსთან" მატჩის 74-ე წუთზე შევიდა და 93-ეზე თავით ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მასპინძლები მარცხისგან ვერ იხსნა - 1:2.


თურქეთი
1 ლიგა. "ადანასპორში" დებიუტი ჰქონდა გიორგი არაბიძეს, რომელიც 79-ე წუთზე გამოცვალეს, მისმა გუნდმა კი შინ "ესკიშეჰირსპორს" 3:2 მოუგო.

რუმინეთი
ლიგა 1. ავთო ებრალიძის "ვოლუნტარი" სტუმრად "ვიტორულთან" განადგურდა - 0:4. ავთო მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.

ფინეთი
ვეიკაუსლიგა. ზაქარია ბეგლარიშვილის (58-ე წუთზე გამოცვალეს) სჯკ სტუმრად "მარიეჰამნთან" დამარცხდა - 0:1.

კვიპროსი
I დივიზიონი. თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" დაბრუნდა! ათწლიანი პაუზის შემდეგ პირველ თამაშში მისმა გუნდმა სტუმრად აელ-თან 0:0 ითამაშა. გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი (63-ე წუთზე შეცვალეს) სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო ნიკა კაჭარავა სათადარიგო იყო.

რუსეთი
პრემიერლიგა. ჯიმი ტაბიძის (85-ე წუთზე გამოცვალეს) "უფამ" შინ 1:0 დაამარცხა "ზენიტი" და ლიდერობა დააკარგვინა.

საბა კვირკველია სათადარიგო იყო "ლოკომოტივის" რიგებში, რომელიც სტუმრად "კრასნოდარს" დაუზავდა - 1:1.

ჯანო ანანიძე სათადარიგო იყო, მისმა "სპარტაკმა" კი სტუმრად "კრილია სოვეტოვს" 2:1 მოუგო.

ქართველთა "რუბინი" სტუმრად 1:2 დამარცხდა "როსტოვთან". ზურიკო დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ბექა მიქელთაძე 89-ე წუთზე გამოცვალეს, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 44-ე წუთზე გამოჩნდა.

გია გრიგალავას "არსენალმა" ტულაში 2:1 მოუგო "ორენბურგს". ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

I დივიზიონი. ირაკლი კვეკვესკირის (90 წუთი) "სკა-ხაბაროვსკმა" შინ 3:0 მოუგო "არმავირს".

უკრაინა
პრემიერლიგა. ანდრო გიორგაძის (არ უთამაშია) "ვორსკლამ" სტუმრად 3:0 მოუგო "კოლოსს". დავით ხოჭოლავას "შახტარმა" შინ 5:1 გაანადგურა "მარიუპოლი". ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ბელორუსი
ვისშაია ლიგა. აკაკი ხუბუტიას (სათადარიგო) "ვიტებსკი" შინ გიორგი ქანთარიას (არ უთამაშია) "ნემანს" დაუზავდა - 0:0. ლაშა შინდაგორიძის (58-ე წუთზე შევიდა) "შახტიორმა" შინ 3:1 მოუგო "გომელს".

ლიეტუვა
A ლიგა. გიორგი დიაკვნიშვილის (36-ე წუთზე გამოცვალეს) "პალანგა" შინ "ატლანტასთან" 0:2 დამარცხდა.

ლატვია
ვირშლიგა. ქართველთა "ვენტსპილსმა" სტუმრად 2:1 მოუგო "ლიეპაიას". გიორგი მჭედლიშვილი 62-ე წუთზე გამოცვალეს (გააფრთხილეს), ხოლო 8 წუთში მოედანზე გუგა ფალავანდიშვილი გამოჩნდა. ირაკლი ბიძინაშვილსა და გურამ ლუკავას არ უთამაშიათ, მათი "იელგავა" შინ "დაუგავპილსს" დაუზავდა - 2:2. თამაზ პერტიას გაწვრთნილი "ვალმიერა" სტუმრად მეტა-ს 0:0-ს ეთამაშა.

სომხეთი
პრემიერლიგა. "ლორის" რიგებში დებიუტი ჰქონდა ლევან მაჭარაშვილს, რომელიც "ნოესთან" 1:0 მოგებულ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო. მაჭარაშვილი ლიეტუვის "შტუმბრასის" დაშლის შემდეგ აღმოჩნდა სომხეთში.

აზერბაიჯანი
პრემიერლიგა. ქართველთა "გაბალა" ჩემპიონ "ყარაბაღთან" სტუმრად 0:3 განადგურდა. მერაბ გიგაურმა და დავით ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშეს.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. კახა ცხადაძის "ორდაბასიმ" შინ 3:2 მოუგო "შახტარს". ქართველთა "ტობოლმა" შინ 2:0 მოუგო "ატირაუს". ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს), ხოლო ნიკა კვეკვესკირი კვლავ ტრავმირებულია. "თარაზი" სტუმრად "ასტანასთან" განადგურდა - 0:5. ბოლო მატჩებია, რაც "თარაზის" რიგებში არც ლაშა კასრაძე და არც ელგუჯა ლობჯანიძე არ ჩანან.

აშშ
MLS. მოიგო ქართველთა "სან ხოსემ", რომელმაც შინ "ვანკუვერი" 3:1 დაამარცხა. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი (70-ე წუთზე გამოცვალეს) სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული