ჯიმი ტაბიძემ ძიუბას და აზმუნს გასაქანი არ მისცა და ტურის სიმბოლურში შეიყვანეს

AutoSharing Option
"უფას" მცველი ჯიმი ტაბიძე რუსეთის პრემიერლიგის მე-7 ტურის სომბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, რომელსაც ვალერი გაზაევი სპეციალურად championat.com-ისთვის ადგენს.

"უფამ" საკუთარ მოედანზე სენსაციურად 1:0 სძლია "ზენიტს", ტაბიძემ კი ცენტრბეკის პოზიციაზე ითამაშა და არტიომ ძიუბასა და სერდარ აზმუნს გასაქანი არ მისცა. მან ორთაბრძოლების 77% მოიგო.

გაზაევმა მისი ასპარეზობა ასე დაახასიათა:"უფას" "ზენიტთან" სენსაციურად მოგების ერთ-ერთი მთავარი გმირი. დაცვაში ქართველი მცველისგან შესანიშნავი თამაში".

ტაბიძემ ჩემპიონატის შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

"უფა" 10 ქულით მე-9 ადგილზეა და 31 აგვისტოს "ორენბურგს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ქართველები რუსეთში თამაშით რომ თავიანთ ოჯახებს არჩენენ კარგია! მხოლოდ ამის თქმა თუ შეიძლება ჩემპიონატზე სადაც 70% მეტი თამაშებისა ჩაწყობილია!
....
27 აგვისტო 2019 12:47
0
მომკალი და არა მჯერა! ამას უფრო პოლიტიკის სუნი ასდის! ბაშკირები ხომ რუსები არ არინ და ზენიტის წაგება არ უნდა შეეწიროს რუსეთის ეთიანობასა და სიძლიერესო!
....
27 აგვისტო 2019 11:35
3
ტაბიძე მაგარია. ნაკრებშიც მაგრა ითამაშა, უბრალოდ ტვინის შერყევის გამო გამოცვალეს. სამწუხაროდ ჩვენი ჟურნალისტები არ აფასებენ, იმიტომ რომ შეტევაში ნაკლებად ერთვება, თორე მარცხენა ფლანგზე ეგეთი არა გვყავს.
onopre
27 აგვისტო 2019 11:17
2
ქართველები რუსეთში თამაშით რომ თავიანთ ოჯახებს არჩენენ კარგია.სამწუხაროდ მეტი არაფრის თქმა არ შეიძლება ისეთ ჩემპიონატზე,სადაც 70% მეტი თამაშებისა ჩაწყობილია!!!
....
27 აგვისტო 2019 12:20
0

სიახლეები პოპულარული