მალტის ჩემპიონს ირაკლი ძარიას გადაბირება სურს

AutoSharing Option
Independent-ის მალტური გამოცემა წერს, რომ ქართველ ნახევარმცველ ირაკლი ძარიას გადაბირება მალტის ჩემპიონ "ვალეტას" სურს.

"ვალეტა" ქართველი ფეხბურთელებისთვის უცნობი კლუბი არ გახლავთ. ამ გუნდის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონატი და თასი ნუკრი რევიშვილმა და ირაკლი მაისურაძემ მოიგეს 2014 წელს.

"ვალეტამ" ჩემპიონთა ლიგის 1-ლი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გათამაშებას "დუდელანჟი" გამოთიშა, რომელიც ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. მალტის ჩემპიონატში კი გუნდს 2 ტურის შემდეგ 1 მოგება და 1 წაგება აქვს.

ირაკლი ძარიას ბოლო კლუბი ალბანური "კუკსი" იყო, რომელიც გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მალადეც მალტის ჩემპიონი თუ ეპატიჟება უნდა გადავიდეს აუფ რა გუნდებში და ჩემპიონატებში თამაშობენ... ვაისმა რომ გაიგოს ნაკრებშიც გამოიძახებს
ი.ო.გ
22:38 30-08-2019
0
გადაბირებაო,გეგონება კალთებს ახევენ სხვები.წარმატებები,ცუდი ფეხბურთელი ნამდვილად არ არი.
Jordan Beli
20:36 30-08-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული