30 აგვისტოს, რუმინეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში თავი ქართველმა თავდამსხმელმა ავთო ებრალიძემ გამოიჩინა.
ის 14 აგვისტოს გადავიდა "ნასიონალიდან" "ვოლუნტარში", წინა ორ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა, ამჯერად მეორეადგილოსან კრაიოვას "უნივერსიტატეასთან" საშინაო მატჩში ძირითადში დააყენეს, შეუცვლელად ათამაშეს და მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა, მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.
"ვოლუნტარი" 5 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა და 13 სექტემბერს სტუმრად ლიდერ "კლუჟს" დაუპირისპირდება.