ავთო ებრალიძემ რუმინეთში პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 აგვისტოს, რუმინეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში თავი ქართველმა თავდამსხმელმა ავთო ებრალიძემ გამოიჩინა.

ის 14 აგვისტოს გადავიდა "ნასიონალიდან" "ვოლუნტარში", წინა ორ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა, ამჯერად მეორეადგილოსან კრაიოვას "უნივერსიტატეასთან" საშინაო მატჩში ძირითადში დააყენეს, შეუცვლელად ათამაშეს და მე-16 წუთზე ანგარიში გახსნა. თუმცა, მისი გუნდი 1:2 დამარცხდა.

"ვოლუნტარი" 5 ქულით ბოლოსწინა, მე-13 ადგილზეა და 13 სექტემბერს სტუმრად ლიდერ "კლუჟს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამიხსენით რა კრიტერიით იძახებენ ეროვნულ ნაკრებში!? რომ გადავხედე სულ ნახევარი ან უთამაშებელია ან სათადარიგოზე ზის,ეს ბიჭი თავის დროზე პორტუებთან აგორებდა ბურთს და არც ეხლაა ურიგო ჩემპიონატში,ნუ კვიპროსს და ყაზახეთს ჯობია ჩემი აზრით,ნუთუ არაფრის მომცემ ამხანაგურ მატჩშიც არ იმსახურებს შანს???
ბათუმის ფანი
11:40 31-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული