გიორგი ხარაიშვილმა ისევ გაიტანა - ნუთუ ვაისს მეგოლე არ სჭირდება? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვედეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სეზონში მე-5 გოლი გაიტანა ქართველმა შემტევმა გიორგი ხარაიშვილმა.

ამჯერად, გიორგიმ "სუნდსვალის" დამწუხრება გასვლით შეხვედრაში მოახერხა.

მატჩი გიორგის გუნდმა "გეტებორგმა" ანგარიშით 2:0 მოიგო.

ხარაიშვილს, გატანილი 5 გოლის გარდა, შვედეთის ჩემპიონატში 7 საგოლე პასი აქვს.

აღსანიშნავია ის, რომ მომავალი ორი შეხვედრისათვის სამხრეთ კორეასა და დანიასთან ვლადიმირ ვაისმა გიორგი ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ნათქვამი იყო, რომ ხარაიშვილს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს.

მკითხველის კომენტარები / 28 /
Mანდამაინც სკამი უნდა Xეხოს ნაკრებში რო გამოიძახოთ?დავიჯერო ეხლა შVედეთის ნაკრების მწვრტნელი ფეხბურთელს რომელმაც ჩEმპიონატში 5გოლი გაიტანა და 7საგოლე გადაცემა გააკეთა ნაკრებში არ გამოძახებდა?აბ შVედებზე Mაგარი ნაკრები კყვავს?
Mosexoneli
05 სექტემბერი 2019 11:08
0
უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახება უნდა დასრულდეს. მაკარიძე არის ძალიან კარგი მეკარე, სათამაშო პრაქტიკაც აქვს, 4 მატჩიდან 3 მშრალად შეინახა, ლორიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ბოლოს როდის ითამაშა კლუბში არავის არ ახსოვს.
რამო ბათუმი
02 სექტემბერი 2019 10:46
0
ერთა თასზე ჯგუფიდან რომ გავედით,გულზე ხელი დავიდოთ და ეს უდიდესი დამსახურებაა გიორგი ჩაკვეტაძის!..
რასაკვირველია,კარგი მატჩები ჰქონდა მთელს გუნდს,მაგრამ ჩაკვეტაძემ "გააკეთა" მნიშვნელოვანი თამაშები და საჭირო დროს ლიდერის ფუნქცია მოირგო.
მაგრამ... ძალიან კარგი თაობის პერიოდი გვაქვს და მათი პოტენციალის არ და ვერ გამოყენება სწორად,სრულყოფილად და მართებულად - ეს მართლა ან არაკომპეტენტურობაა(რაც გასაკვირია),ან ჯიბრში ჩადგომაა...
იმას ვგულისხმობ,რომ მშვენიერი თაობაა ახლა და აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ,რომ ნაკრებს გაცილებით უკეთესი თამაშისა და შედეგის ჩვენება შეუძლია!
ბუტა
02 სექტემბერი 2019 10:08
0
ამის წინაც დავწერე დავიჯერო შვედმა,რომ ითამაშოს ამ დონეზე არ გამოიძახებენ ნაკრებში?იმიტომ რომ შVედეთის ჩემპიონატი არაა ტოპ5?ჩვენ რა შვედეთზე მაგარი ნაკრები კყვავს?მანდამინც სკამზე უნდა იჯდეს? გოლები გააქ საგოლე პასებს არიგებს გუნდის ლიდერია და Aრაქნას მეტი?
Mosexoneli
02 სექტემბერი 2019 09:19
1
შვედეთის ჩემპიონატი არის საქართველოს დონის,ოღონდ იქ შვედები ცხოვრობენ რომლებსაც უყვართ თავიანთი ჩემპიონატი ჩვენგან განსხვავებით,ამიტომაცაა რომ შეფუთული და გარეკლამებული შვედების ჩემპი ვიღაცას რაღაც გონია,თუ არ გჯერათ ქართული გუნდების სტატისტიკას გადახედეთ შვედეთის გუნდებთან,თუ ესეც არ გეყოთ მაჩვენეთ რომელი შვედური გუნდი სად გავიდა წელს
ბათუმის ფანი
02 სექტემბერი 2019 12:43
5
როდემდე ვუყუროთ ამ ვაისს?!გასაშვებია ეს ტიპი თორემ მერე გვიანი იქნება ბელარუსი რო გადაგვივლის.შეგვარცხვენს ეს ვაისი ტიპი ყოველთვის არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს,ამ ფედერაციამ რა ვერ გაიგო, მოაშორეთ სანამ გვიან არ არის!!!
გულშემატკივარი
02 სექტემბერი 2019 07:23
2
გოლზე უფრო ის მომეწონა ის ორი შავი კაცი ქართულად რომ აცეკვა))) აბა თქვენ იცით მხოლოდ უმკაცრესი ცენზურის გავლის შემდეგ გამოაქვეყნეთ))
ბათუმის ფანი
02 სექტემბერი 2019 07:09
0
მეზარება უკვე ამ ვაისზე ცერა
კახა ქ.
02 სექტემბერი 2019 04:35
0
კიდევ ერთი უსამართლობაა ...!!!! მე გიხდი ამ უნამოსოების მაგივრად ბოდიშს ....!!! მთავარია გული არ გაიტეხო და გააგრძელო და კიდევ მოუმატო თამაშს ...ხომ იცი დრონი მეფობენ და არა ....ასე რომ ესენიც წავლენ და შენი დროც მოვა ...!!!
აგააა
02 სექტემბერი 2019 02:33
0
ვაისს ვინ ეკითხება :დ აძლევენ სიას და იმის მიხედვით "იძახებს"
თემო
02 სექტემბერი 2019 02:03
1
მადლობა ხვიჩას, რომ ამ დროსაც კომენტარებს აქვეყნებს. ჩემი აზრით, ეს მის პროფესიონალიზმსა და საქმისადმი სიყვარულზე მეტყველებს!
ნათია
02 სექტემბერი 2019 02:00
0

სიახლეები პოპულარული