გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში მეოთხე გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 აგვისტოს, შვედეთის პირველობის 21-ე ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" სახლში 4:0 გაანადგურა "კალმარი".

გიორგი, როგორც ყოველთვის, სასტარტოში იყო, 61-ე წუთზე ანგარიში თავურით 3:0 გახსნა, 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 88-ეზე კი შეცვალეს.

ხარაიშვილს სტადიონზე შეკრებილმა 11 061-მა გულშემატკივარმა მოედნიდან გასვლისას ოვაციები გაუმართა.

მან ჩემპიონატის 20 მატჩში 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"გეტებორგი" 38 ქულით მეექვსე ადგილზეა, ევროპა ლიგის ზონას 3 ქულა აშორებს და 1-ელ სექტემბერს, მორიგ ტურში, გასვლაზე აუტსაიდერ "სუნდსვალს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გასაგებია, რომ არაბიძეს ცუდი ხასიათი აქვს, მაგრამ როცა იგი თამაშს იმსახურებდა სხვებზე მეტად, უნდა მისცემოდა შანსი, სკამი ახეხინეს და გული გაუტყდა, შედეგად გაფუჭდა. ებრალიძე იმსახურებდა და დღესაც იმსახურებს ძირითადს, მას რომ ნაკრებში რამოდენიმე თამაში მაინც ეთამაშა, ბოლო 3 წელიწადზე მაქვს საუბარი, იგი დღეს ბევრად კარგ გუნდში იქნებოდა, ანუ ესეც დავკარგეთ, ეხლა რიგში ხარაიშვილი და ზარანდიაა. მაგათ რიგში იყო სხვათა შორის ლობჟანიძეც, მარა ბოლოს გაუნათდა ვაისას და გამოიძახა, ელდა ეცა ალბათ. სამაგიეროდ ნაკრებში იძახებენ არველაძეს, კაჭარავას, რომლებმაც ისე უსუსური შთაბეჭდილება დატოვეს, რომ თვითონ სერცხვათ და აღარ დაუძახეს. ეძახიან უთამაშებელ, ტრავმა მოურჩენელ ბეხბურთელებს, ასევე ვეტერანებს, რომლებიც საკუთარი თავის აჩრდილებიღა არიან დარჩენილი და ბურთსაც ვეღარ ეწევიან. 5-6 კაცი ისეთი ყავთ გამოძახებული, რომ თავმოყვარე მწვრტნელი ამას არ იკადრებს, მაგრამ, როგორც იტყვიან თევზი თავიდან ყროლდებაო და ასეა აქაც. მაფია კარგია განვითარებული, ცივილური, თორე ასეთი პროვინციული, გასაზიზღრებულ-აყროლებული, უღირსი არაფერი არსად არც მინახავს, არც წამიკითხავს და არც მსმენია. ეს მხოლოდ აქ, ამ დაქცეულ-დაავადებულ ქვეყანაში ხდება მხოლოდ. აღარც დაგვადგა საშველი
ვასო
09:25 02-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული