19 აგვისტოს, შვედეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" სტუმრად 2:1 სძლია "ჰელსინგბორგს".
ხარაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 71-ე წუთზე, დრიბლინგის შემდეგ მისი ჩინებული პასით სიოდერმა ანგარიში გაათანაბრა, 88-ე წუთზე კი ვიბემ გამარჯვების გოლი გაიტანა.
გიორგიმ პირველობის 19 მატჩში 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
"გეტებორგი" 35 ქულით მე-6 ადგილზეა და 26 აგვისტოს "კალმარს" უმასპინძლებს.