დავით ხოჭოლავამ მხარი ამოიგდო და საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ ვარჯიშზე მხარი ამოიგდო და 2-3 კვირა მოუწევს უქმობა, - ეს ინფორმაცია დონეცკური გუნდის მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ გააჟღერა.

ხოჭოლავას უკრაინის ჩემპიონატში, "ოლიმპიკთან" დღეს მოგებულ მატჩში (4:0) არ მიუღია მონაწილეობა და როგორც ua-football.com-ს განუცხადა, ალბათ, საქართველოს ნაკრებს ორ უახლოეს შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს ხოჭოლავა სამხრეთ კორეისა და დანიის ნაკრებებთან თამაშებისთვის ჰყავდა გამოძახებული.

მკითხველის კომენტარები / 6 /
შახტარის მწვრთნელმა ისაუბრა მის ტრვმაზე, ასე რომ გამირცხულია იტყუებოდეს. მერე მეორე არ არის ხოჭო ის ბიჭი ნაკრებს თავი ააიდოს, შრომით მიაღწია ამ დონემდე და კიდე უნდა განვითარება, ტიპი დაქცეული ფოთის კოლხეთიდან და შუქურადან ჩემპიონთა ლიგის სტაბილურად მოთამაშე ფეხბურტთელად გადაიქცა. თან მთელი ცხოვრება თავდამხმელი იყო და მერე გადაკვალიფიცირდა მცველად (რაც ურთულესია)
ინტერვიუ წავიკითხე გუშინ ხოჭოსი, სადაც ამბობს რომ ტოპ 5 ჩემპიონატიდან რომელიმეში მინდა გადასვლაო, მჯერა მიაღწევს ამას, ასეთი შრომისმოყვარე და მიზანდასახული ფეხბურთელები დააფასეთ და არა სოლომონ კვირკველიასნაირები, რა ლივერპულიო?! ლოკომოტივში ვარო, რომ მდომოდა წავიდოდი პრემიერლიგაშიო.
0
ოფიციალურ ვებ გვერდზე მწვრთნელის განმარტებაა,რომ მხარი ამოიგდო და 2-3 კვირა გაუცდებაო
ვასო
10:14 02-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული