თურქული გამოცემა: ლევან შენგელია "ქონიასპორის" ფეხბურთელი დღეს გახდება

AutoSharing Option
თურქული გამოცემა konhaber.com-ი წერს, რომ ქართველი გარემარბი ლევან შენგელია დღეს, 2 სექტემბერს, თურქეთის სუპერლიგის გუნდის, "ქონიასპორის" ფეხბურთელი გახდება.

როგორც ტექსტშია აღნიშნული, შენგელიას ტრანსფერის ინიციატორი "ქონიასპორის" მთავარი მწვრთნელი იყო, რომელსაც ფლანგის გაძლიერება სურდა და შენგელია შეარჩია.

არ სახელდება კონტრაქტის დეტალები და პირობები, თუმცა გამოცემა მხოლოდ იმას წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი ქონიაში დღეს, 2 სექტემბერს ჩავა და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
უკეთესი ლიგა უკეთესი პირობები როგორც გავიგე წელიწადში 300 000 ევრო ხელფასი და რატო აკრიტიკებთ? რა დონესაც შეეფერება დღეს დღეობით იმ გუნდშია და საკაოფო ხელფასიც ექნება. თუ რამის დამტკიცება და უკეთესი გუნდი უნდა ჯერ მაგ გუნდის ლიდერი გახდეს.
გოგა
17:13 02-09-2019
0
დიდი წარმატებაა,ამ სეზონში სუპერ ლიგიდან გავარდებიან,ჩვენი ვარსკვლავი კი იჯარით დაუბრუნდება დინამოს,რა თქმა უნდა მკვეთრად მოკლებული სათამაშო ფორმით...მერე 2-3 წელი აქ იწვალებს და შემდეგ დიდი წარმატებით გადავა დიდებულ ესტონეტის ჩემპიონატში...
robi
15:20 02-09-2019
8

სიახლეები პოპულარული