თურქული გამოცემა: ლევან შენგელია "ქონიასპორის" ფეხბურთელი დღეს გახდება

AutoSharing Option
თურქული გამოცემა konhaber.com-ი წერს, რომ ქართველი გარემარბი ლევან შენგელია დღეს, 2 სექტემბერს, თურქეთის სუპერლიგის გუნდის, "ქონიასპორის" ფეხბურთელი გახდება.

როგორც ტექსტშია აღნიშნული, შენგელიას ტრანსფერის ინიციატორი "ქონიასპორის" მთავარი მწვრთნელი იყო, რომელსაც ფლანგის გაძლიერება სურდა და შენგელია შეარჩია.

არ სახელდება კონტრაქტის დეტალები და პირობები, თუმცა გამოცემა მხოლოდ იმას წერს, რომ ქართველი ფეხბურთელი ქონიაში დღეს, 2 სექტემბერს ჩავა და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
უკეთესი ლიგა უკეთესი პირობები როგორც გავიგე წელიწადში 300 000 ევრო ხელფასი და რატო აკრიტიკებთ? რა დონესაც შეეფერება დღეს დღეობით იმ გუნდშია და საკაოფო ხელფასიც ექნება. თუ რამის დამტკიცება და უკეთესი გუნდი უნდა ჯერ მაგ გუნდის ლიდერი გახდეს.
გოგა
17:13 02-09-2019
0
არ დავიზარებ და არ დავიშურებ ამ ბიჭის მიმართ საქებარ სიტყვებს.გენაცვალე ლევან,მშრომელი,ნიჭიერი,ჯიგრით მოთამაშე ბიჭი ხარ.წარმატებებს გისურვებ.ვიცი მალე ნაკრებშიც დაამტკიცებ რო მაგარი ხარ.მაგრად მინდა შენგელია,ნინუა,მიქელთაძე,ზარანდია ნაკრებში. აბა დაუშვილს ჩემმა მტერმა უყუროს ნაკრებში.რო წავიკითხე გამოძახებულებში დაუშვილი ის ავადსახსენებელი დრო გამახსენდა...ფუი ეშმაკს!
Jordan Beli
14:36 02-09-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული