ოფიციალურად: გიორგი ბერიძე "ლოკერენში" გადავიდა

AutoSharing Option
ბელგიის "ლოკერენმა" 22 წლის შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ბერიძის ტრანსფერი დაადასტურა.

მეორე ლიგაში მოასპარეზე "ლოკერენმა" ბერიძე "გენტიდან" იჯარით სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს აიყვანა და გაისად მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვს.

ბერიძე "გენტმა" 2015 წელს "ზესტაფონისგან" შეიძინა და "ტრენჩინსა" და "დოჟა უიპეშტში" ჰყავდა განათხოვრებული.

გიორგიმ ზაფხულში ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრებში "გენტში" ყველაზე მეტი, 5 გოლი გაიტანა, მაგრამ მწვრთნელმა იეს ტორუპმა რატომღაც მისი გუნდში დატოვება არ მოისურვა.

"ლოკერენი" ბელგიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სახელოვანი კლუბია, თუმცა ახლა კარგი დროება არ უდგას - 4 ტურის
შემდეგ ქვეყნის მეორე დივიზიონში 1 ქულით უკანასკნელ, მე-8 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული