ნახევარმცველ ირაკლი ძარიასთან კონტრაქტის გაფორმება მალტის "ვალეტამ" გვაუწყა.
"ვალეტა" 30 წლის ქართველი საყრდენი ნახევარმცველით, ირაკლი ძარიათი გაძლიერდა.
ძარიამ კარიერა ფოთის "კოლხეთში" დაიწყო, თამაშობდა "ზესტაფონში", თბილისის "დინამოში", "დილაში", "სიონსა" და ალბანეთის "კუკეშში".
ირაკლის უდიდესი გამოცდილება აქვს მიღებული, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ამდენივეჯერ მოიგო თასი, აგრეთვე, ალბანეთის თასის მფლობელია.
გვინდა, მივესალმოთ მას და ჩვენს გუნდში წარმატებები ვუსურვოთ", - წერს საიტი.
მალტის ჩემპიონს ირაკლი ძარიას გადაბირება სურს
ირაკლი ძარია: ევროპიდან და აზიიდან კონკრეტული შეთავაზებები მაქვს