ცნობილია, თუ რა თანხას გამოიმუშავებს ლევან შენგელია ხელფასის სახით "ქონიასპორში"

AutoSharing Option
თურქული გამოცემა Fanatik-ის მიხედვით, "ქონიასპორში" გადასული ლევან შენგელია ხელფასის სახით წელიწადში, ბონუსების გარეშე, 300 000 ევროს მიიღებს.

"ქონიასპორს" სეზონის დასაწყიში ფლანგის გაძლიერება სურდა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აიკუტ კოჯამანმა კლუბის ხელმძღვანელობას ლევან შენგელიას გადმობირებაზე მუშაობა მოსთხოვა.

კლუბმაც შეასრულა მწვრთნელის სურვილი და ქართველ ფეხბურთელთან 2+1 სისტემით კონტრაქტი გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიას მსურველები ესპანეთის ლა ლიგა 2-დანაც ჰყავდა, ქართველმა გარემარბმა მაინც თურქეთის სუპერლიგაში თამაში არჩია.

აქვე, არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობა დარჩენის შემთხვევაში ხელფასის სახით შენგელიას 15 000-20 000 დოლარის ფარგლებში
სთავაზობდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს თვიური ხელპასი მგონია. დამიჯერედ საქართველოში საშუალო დონის ქვეყნების ხელფას არ ჩამოუვარდება, ბევრი ვიცი (დანამდვილებით) რომელსაც 10-15 ათასი ლარი აქვთ ხელასი, მაშინ როცა ძირითადში ვერ ხვდებიან და თამაშიც იშვიათად უწევთ. ასე რომ დარწმუნებული ვარ დინამომ თვიურად შესთავაზა ხელფასი. თუმცა კარგია რომ წავიდა, აქ მეტს ვერაფერს მიაღწევდა. წარმატებები
nnnnn
02:03 04-09-2019
0
მე მგონი შეუსაბამო ციფრებია, თუ თურქეთში წელიწადში 300 000 ევროს მიიღებს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ დინამოში შეთავაზებული 15-20 ათასი დოლარიც წელიწადზე იყო გათვლილი. ე.ი. დაახლოებით 1500 დოლარი თვეში, ეს თანხა, როგორც მე ვიცი ძალიან ბევრს აქვს საქართველოში. მაშინ გამოდის, რომ შენგელიას დატოვება არ უნდოდათ გუნდში.
ნუგზარი
00:17 04-09-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული