"დნიპრო 1"-ის ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ "ვორსკლაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.
"ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა. მახსენდება ჩვენი წარმატებული მატჩები, უბრალო, კეთილი ხალხი, რომლებსაც ხშირად ვხვდებოდი.
ეს დიდი ფეხბურთია. პროგნოზირება შეუძლებელია. დიახ, ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელთა შორის მეც ვიყავი, მწვრთნელებს დაველაპარაკეთ, რის შემდეგაც ყველამ თავისებურად გადაწყვიტა და ეს ნორმალურია. ამიტომ ყველანი ჩვენი გზით წავედით.
ხელმძღვანელებთან და ყველასთან, ვინც კლუბის ოფისში ახლაც მუშაობს, თბილი ურთიერთობა მაქვს. არავითარი პრეტენზია, მათ შორის, ფინანსური, ერთმანეთის მიმართ არა გვაქვს", - განუცხადა კობახიძემ პოლტავური კლუბის საიტს.
სანდრო "ვორსკლაში" 2017-19
წლებში თამაშობდა.