ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა და ტაშკენტის "ფახთაქორის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ ინტერვიუ აზერბაიჯანულ სპორტულ საიტს, azerisport.com-ს მისცა და სხვადასხვა საკითხეე ესაუბრა.
sportall.ge გთავაზობთ ქართველი მკითხველისთვის საინტერესო მონაკვეთებს ინტერვიუდან.
"ქართული კლუბები "ყარაბაღის" მსგავს შედეგებს იმიტომ ვერ აჩვენებენ, რომ საქართველოში ასეთი ფინანსური რესურსები არ გვაქვს. აზერბაიჯანელებმა უნდა დააფასოთ ის, რაც გაგაჩნიათ.
საქართველოს ნაკრებს კი ისევ აქვს შანსი, მოხვდეს ევროპის ჩემპიონატზე. შესარჩევ ეტაპზე მხოლოდ 1 შეხვედრა ჩავატარეთ ცუდად - გასვლაზე დანიასთან. ხოლო იგივე შვეიცარიასთან, ირლანდიასთან ღირსეულად ვითამაშეთ. ერთა ლიგაზე ჩვენი ჯგუფი ადვილად მოვიგეთ. მუდმივად
ვვითარდებით და ახალ დონეზე ავდივართ. ვფიქრობ, რომ ერთა ლიგის D დივიზიონს მოვიგებთ.
რომც ვერ მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან გვიხარია, რომ ევრო 2020-ს ბაქოც უმასპინძლებს. მთელი გულით გილოცავთ ამ მიღწევას. მახსოვს, ჩემი ძმა და თქვენი საფეხბურთო ხელმძღვანელობა როგორი გახარებული იყო. ეს ჩვენი წარმატებაც არის. იმედი მაქვს, ასეთი ტურნირები უფრო ხშირად გაიმართება ჩვენ მსგავს ქვეყნებში და არა მხოლოდ ნიდერლანდებში, გერმანიასა და ინგლისში. ბაქოში ძალიან ბევრი ქართველი ჩამოვა. სასიამოვნოა, რომ აზერბაიჯანში ასეთი შეჯიბრება იმართება. ეს ჩვენც გვმატებს მოტივაციას, რომ საქართველოსაც შეუძლია ასეთი ტურნირის მასპინძლობა. იმედი მაქვს, აზერბაიჯანში ჩამოსვლას მეც მოვახერხებ.
იტალიის ჩამოსვლის შემთხვევაში ქართველები გესტუმრებით. საქართველოს მოსახლეობის 30% იტალიის ნაკრებს გულშემატკივრობს. იტალიის გუნდი ახლა ვითარდება, როგორც სერია A. ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გამოჩნდა. საქართველოდან მათ სანახავად ბევრი ჩამოვა."