
22 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში დავით ხოჭოლავას "შახტარი" ხარკოვში ზაგრების "დინამოს" უმასპინძლებს.
მომავალი მატჩისთვის ხოჭოლავა ემზადება და ua-football.com-ის ვარაუდით, სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
C ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტი "მანჩესტერ სიტია", რომელმაც ორივე შეხვედრაში იმარჯვა. აუტსაიდერი უქულოდ მყოფი "ატალანტაა", მეორე ადგილისთვის კი "შახტარი" და ზაგრების "დინამო" იბრძოლებენ.
"შახტარსა" და "დინამოს" 3-3 ქულა აქვთ და მათი თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.