გიორგი ბერიძემ "ბეერსხოტს" გაუტანა - "ლოკერენმა" გაიმარჯვა

AutoSharing Option
ბელგიის B დივიზიონის მე-12 ტურში გიორგი ბერიძის "ლოკერენმა" სახლში 2:1 მოუგო "ბეერსხოტს".

ბერიძემ მე-17 წუთზე ანგარიში გაათანაბრა და თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს.

ბერიძემ ჩემპიონატის 8 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სტუმართა გუნდის განაცხადში არ იყო ნახევარმცველი ირაკლი ბუღრიძე.

"ბეერსხოტი" 14 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო "ლოკერენი" 13 ქულით - მეექვსეზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული