გიორგი მაკარიძის 8-დან 6 მატჩი გოლგაუშვებლად - "ვიტორია" კი ვერ ვარგობს

AutoSharing Option
26 ოქტომბერს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-8 ტურში გიორგი მაკარიძის "ვიტორია" სეტუბალში "მარიტიმუს" დაუზავდა - 0:0.

აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების მეკარის მორიგი კარგი თამაში, რომელმაც 8-დან 6 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად.

მან გოლები მხოლოდ პორტუგალიური საკლუბო ფეხბურთის გრანდებთან - "პორტუსთან" და "ბენფიკასთან" გაუშვა.

ეგაა, "ვიტორიას" თავდამსხმელები შედეგიანობით ვერ გამოირჩევიან, მიმდინარე ჩემპიონატზე მხოლოდ 1 გოლი აქვთ გატანილი (!), რაც ბუნებრივია, სატურნირო ცხრილში აისახება - 8 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რატომ არ წერთ კიტეიშვილზე ,საგოლე გადაცემა გააკეთა და მეორე გადაცემიტ ერთიერთზე გაიყვანა მოთამაშე რასაც პენალტი მოჰყვა, სანაკრებო პაუზამდეც გოლი და საგოლე გადაცემა გააკეთა და ისევ იგნორი თქვენგან??? კვარაცხელიამ რო გააკუოს ეგრევე დაწერთ და......
0
კარგია გიორგის კარგი თამაში გასახარია ძალიან
შაკო
09:43 27-10-2019
0

სიახლეები პოპულარული