![](https://sportall.ge/pictures/image31/6f5329e4c6edb0781a4c3b8fa868ec25.jpg)
26 ოქტომბერს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-8 ტურში გიორგი მაკარიძის "ვიტორია" სეტუბალში "მარიტიმუს" დაუზავდა - 0:0.
აღსანიშნავია საქართველოს ნაკრების მეკარის მორიგი კარგი თამაში, რომელმაც 8-დან 6 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად.
მან გოლები მხოლოდ პორტუგალიური საკლუბო ფეხბურთის გრანდებთან - "პორტუსთან" და "ბენფიკასთან" გაუშვა.
ეგაა, "ვიტორიას" თავდამსხმელები შედეგიანობით ვერ გამოირჩევიან, მიმდინარე ჩემპიონატზე მხოლოდ 1 გოლი აქვთ გატანილი (!), რაც ბუნებრივია, სატურნირო ცხრილში აისახება - 8 ქულით მე-14 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს.