კაჭარავამ და დაუშვილმა გაიტანეს - "ანორთოსისმა" "დოქსა" გაანადგურა და ლიდერია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ოქტომბერს, კვიპროსის ჩემპიონტის მე-7 ტურში "ანორთოსისმა" 6:0 გაანადგურა აუტსაიდერი "დოქსა". ქართველთაგან გოლები ნიკა კაჭარავამ (მან ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა) და ბუბა დაუშვილმა გაიტანეს.

ნიქოზიაში თამაშს 554 მაყურებელი დაესწრო, სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

"ანორთოსისში" შეუცვლელად იასპარეზეს გიორგი ლორიამ და კაჭარავამ, დაუშვილი 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია.

"ანორთოსისი", რომელსაც თემურ ქეცბაია უდგას სათავეში, 14 ქულით ლიდერია და მეორეადგილოსან "ომონიას" 2 ქულით უსწრებს. თანაც, "ანორთოსისს" 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ოქრის სულ პრავმა როგორ აქვს მაგრად დაიტანჯა ეგ ბიჭი და ჩვენც დაგვტანჯა
Grisha
00:39 28-10-2019
1
იმ ქვეყნის პირველობაზე თამაშს სადაც 554 მაყურებელი ესწრება სირცხვილი უნდა იყოს. ამათ რა იციან სირცხვილი...ბუტანის და ნეპალის ჩემპიონატებშიც მიგეღოთ მონაწილეობა ბარემ!
ბასა
00:35 28-10-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული