"სპარტაკი"-"ლოკომოტივი" 3:0 - ტედესკო ამბობს, "ბარსელონასავით" ვითამაშებთო - და ანანიძე?

AutoSharing Option
27 ოქტომბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-14 ტურში, "სპარტაკმა" ახალი მწვრთნელის, დომენიკო ტედესკოს ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა და "ლოკომოტივი" 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ტედესკომ განაცხადა, რომ ბურთს "ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტისავით" უნდა ფლობდნენ, თამაშის გასაძლიერებლად კი გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს.

ცნობისათვის, ჯანო ანანიძე მან ბოლომდე თადარიგში დატოვა და ის ნამატჩევს თანაგუნდელებთან ერთად გულშემატკივრებს კარგა ხანს უხდიდა მადლობას მხარდაჭერისათვის, რომლებმაც ოვაციები გაუმართეს. საინტერესოა, რა როლი მიენიჭება მას ტედესკოს ფორმაციის "სპარტაკში".

რაც შეეხება "ლოკოს" მცველ საბა კვირკველიას, სამწუხაროდ და უკვე ტრადიციულად, კვლავ სათადარიგო
იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული