24sports.com.cy: ნიკა კაჭარავას უნდა, მარტამდე საქართველოს ნაკრების მატარებელს მოახტეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის" ჩემპიონატის მე-7 ტურში "ანორთოსისის" მიერ "დოქსას" განადგურებას (6:0), ნიკა კაჭარავას გოლსა და ორ საგოლე გადაცემას, აგრეთვე, ბუბა დაუშვილის ბრწყინვალე გოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, ფამაგუსტური გუნდი გარდაისახა.

24sports.com.cy-მ წერილი მიუძღვნა კაჭარავას.

კაჭარავას სტიმული 2020 წლის მარტია

ბევრი მიზეზია, რათა იბრძოლოს და საქართველოს ნაკრებში დაბრუნდეს

"დოქსასთან" მატჩში 6 გოლიდან 4-ში კაჭარავამ მიიღო მონაწილეობა. 2019 წლის მარტამდე მას ნაკრებში ყველაფერი ნორმალურად ჰქონდა, ვლადიმირ ვაისი სისტემატურად იძახებდა, მაგრამ შემდეგ კლუბში თამაში იშვიათად უწევდა და ეროვნულ გუნდში
ადგილი დაკარგა.

თუმცა 25 წლის თავდამსხმელისთვის არაფერია დაკარგული. 2020 წლის მარტში საქართველოს ნაკრებს ევროპირველობის უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს. ერთი კარგი თამაში საკმარისი არ არის, რათა იქამდე ნაკრების მატარებელს მოახტეს. ამისათვის გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს. მოტივაცია კი არ აკლია და გასული წარმატებული შეხვედრა ამ მიზნისაკენ განწყობას აუმაღლებს.

რა თქმა უნდა, ძნელია, როდესაც ნაკრებში თანაგუნდელებს - ოქრიაშვილს, ლორიასა და დაუშვილს იძახებენ, შენ კი არა, მაგრამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი მის ხელთაა".

მკითხველის კომენტარები / 6 /
მარტო იმ კიკინას გამო არაა გამოსაძახებელი,რას გავს:) დაგვცინებენ მსოფლიო მაშტაბით ეს რა არსება ყავთ მოედანზეო და:)
გოგა
20:41 30-10-2019
3
ჯერ ჯერობით ქვილითაია ჯობია ყველას. იმედია ნიკას ქეცბაია სწორ გზაზე დააყენებს და ისეთს ვიხილავთ როგორიც მის გაბარიტების მონაცემებით დიდ ძალას შემატებს ნარებს. წარმატებები ნიკას.
Geo_Dinamo
17:57 30-10-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული