"შახტარი" "დინამომ" თასზე დამატებით დროში დაამარცხა - ხოჭოლავა შეცვლაზე შევიდა

AutoSharing Option
უკრაინის თასის 1/8-ფინალში კიევის "დინამომ" შახტარს" 2:1 მოუგო.

მატჩმა დედაქალაქში დიდი ინტერესი გამოიწვია, 34 865 მაყურებელი დაესწრო და მეტად დაძაბულად წარიმართა.

მასპინძლები 22-ე წუთზე შეპელევმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ კრივცოვის ნაცვლად შეცვლაზე ხოჭოლავა შევიდა. 90-ე წუთზე მსაჯმა კიეველთა ნახევარმცველი შეპელევი გააძევა, ხოლო 90+2-ე წუთზე სტეპანენკომ ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

95-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო სტეპანენკომ, 109-ე წუთზე კი კიეველებმა კუთხური ჩააწოდეს, პოპოვმა მაღალ ნახტომში მეორე გოლი გაუტანა პიატოვს და თავის გუნდს გამარჯვება და მეოთხედფინალის საგზური მოუპოვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული