ზივზივაძემ დვალის "ფერენცვაროშს" გაუტანა და "მეზოკოვეშდს" ქულა მოუპოვა

AutoSharing Option
2 ნოემბერს, უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში, ბუდაპეშტში ლაშა დვალის "ფერენცვაროში" და ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვეშდი" დაზავდნენ - 1:1.

ანგარიში დებიუტში მასპინძელთა გუნდის უკრაინელმა ნახევარმცველმა დანილო იგნატენკომ გახსნა, შესვენების შემდეგ კი ზივზივაძემ თავურით საპასუხო გოლი გაიტანა.

ზივზივაზემ ჩემპიონატის 10 მატჩში 5 გოლი გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა, ხოლო რაც შეეხება დვალს, ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

"ფეჰერვარს", "მეზდოკოვეშდს" და "ფერენცვაროშს" 23-23 ქულა აქვთ და ლიდერები არიან, ოღონდ ამ უკანასკნელს 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კაცი აუცილებლად უნდა გამოიძახოს ვაისმა ნოემბრის სანაკრებო თამაშებზე.
სხვა
11:21 03-11-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული