ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლეგიონის უქმეები: სამი ფორვარდის სამი გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სამი ქართული გოლი გავიდა. სამივე ფორვარდია - თავი ბუდუ ზივზივაძემ, ნიკა კაჭარავამ და დავით ვოლკოვმა გამოიჩინეს. საგოლე პასით დაასრულა ჩემპიონატი გიორგი ხარაიშვილმა. "ასისტი" აქვს აქტივში ოთარ კაკაბაძესაც...

გერმანია
ბუნდესლიგა. აკაკი გოგიას (ტრავმა) "უნიონმა" ბერლინის დერბიში "ჰერტას" უმასპინძლა და 1:0 იმარჯვა.

III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (71-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს) "უნტერჰახინგი" "მანჰაიმს" ესტუმრა და 3:0 გაანადგურა.

ესპანეთი
ლა ლიგა 2. გიორგი პაპუნაშვილის (62-ე წუთზე შევიდა) "სარაგოსამ" "ლას პალმასს" უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა.

საფრანგეთი
ლიგა 2. ამირან სანაიას (90 წუთი) "როდეზი"
სტუმრად "აიაჩოსთან" დამარცხდა - 0:1.

პორტუგალია
პრიმეირა. გიორგი მაკარიძის (90 წუთი) "ვიტორია სეტუბალი" "სანტა კლარას" სტუმრად 1:1 დაუზავდა. ქართველმა მეკარემ ჩემპიონატში 28 სექტემბრის შემდეგ პირველი გოლი გაუშვა.

ჰოლანდია
ერედივიზიე. გიორგი აბურჯანიას (85-ე წუთზე შევიდა) "ტვენტე" "ალკმაარს" ესტუმრა და 0:3 წააგო.

ბელგია
ჟუპილერლიგა. ლუკა ზარანდიას (74-ე წუთზე შეცვალეს) "ვარეგემი" "ბევერენს" ესტუმრა და 2:1 მოუგო.

გიორგი ჩაკვეტაძისა (ტრავმა) და გიორგი ქვილითაიას (93-ე წუთზე შევიდა) "გენტმა" "სტანდარდს" უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა.

პროქსიმუს ლიგა. ბექა ვაჩიბერაძის (არ უთამაშია) "ლომელი" "ვესტერლოს" ესტუმრა - 1:1. ირაკლი ბუღრიძის (არ უთამაშია) "ბეერსხოტმა" "რუზელარეს" უმასპინძლა - 2:1. გიორგი ბერიძის (90 წუთი) "ლოკერენმა" "ვირტონს" უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

შვეიცარია
სუპერლიგა. ლევან ხარაბაძის (არ უთამაშია) "ციურიხი" "თუნს" ესტუმრა და 1:0 მოუგო.

ოთარ კაკაბაძის (90 წუთი) "ლუცერნმა" "ლუგანოს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ქართველი მცველის ანგარიშზე საგოლე პასია.


ავსტრია
ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის (90 წუთი) "შტურმმა" "ვოლფსბერგერს" უმასპინძლა და მოულოდნელად 0:4 განადგურდა.

2 ლიგა. ლევან ელოშვილის (90 წუთი) "კაპფენბერგმა" შინ "ფლორიდსდორფერი" დაამარცხა - 2:1, თუმცა მაინც ბოლო ადგილზეა.

დანია
სუპერლიგა. ლაშა პარუნაშვილის (90 წუთი) "ესბიერგი" შინ "ჰორსენსს" დაუზავდა - 1:1. საბა ლობჟანიძის (ტრავმა) "რანდერსმა" "ლიუნგბიუს" უმასპინძლა და 2:1 მოუგო.

შვედეთი
ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილის (90 წუთი) "გოტებორგმა" ბოლო ტურში "ოსტერსუნდს" უმასპინძლა და 7:1 გაანადგურა. ქართველის ანგარიშზე ერთი საგოლე პასია. "გიოტებორგმა" მე-7 ადგილზე დაასრულა ჩემპიონატი.


პოლონეთი
ექსტრაკლასა. ვატო არველაძის (არ უთამაშია) "კორონამ" "ზაგლებიეს" უმასპინძლა - 1:0. დავით სხირტლაძის (72-ე წუთზე შეცვალეს) "არკამ" ვაკო გვილიას (81-ე წუთზე შევიდა) "ლეგიას" უმასპინძლა და 0:1 წააგო.

თურქეთი
სუპერლიგა. ლევან შენგელიას (90-ე წუთზე შეცვალეს) "ქონიასპორმა" "გენჩლერბირლიგის" უმასპინძლა - 1:1.

I ლიგა. გიორგი არაბიძის (არ უთამაშია) "ადანასპორმა" "ბოლუსპორს" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა.

საბერძნეთი
სუპერლიგა. ბაჩანა არაბულის (90 წუთი, გააფრთხილეს) "პანიონიოსმა" "არისს" უმასპინძლა - 1:1.

უნგრეთი
OTP ბანკ ლიგა. ლაშა დვალის (ტრავმა) "ფერენცვაროშმა" ბუდუ ზივზივაძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "მეზოკოვეშდს" უმასპინძლა - 1:1. სტუმართა გოლი ზივზივაძის ანგარიშზეა. ბუდუს უკვე 5 გოლი აქვს უნგრეთის ჩემპიონატში.


რუმინეთი
ლიგა 1. ავთო ებრალიძის (63-ე წუთზე შეცვალეს) "ვოლუნტარიმ" "ბოტოშანის" უმასპინძლა და 1:2 წააგო.

კვიპროსი
I დივიზიონი. ირაკლი მაისურაძის (90 წუთი) "პარალიმნიმ" "აპოლონს" უმასპინძლა და 0:3 დათმო.

თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა. ერთი გოლი ნიკა კაჭარავას (68-ე წუთზე შეცვალეს) ანგარიშზეა. გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ბუბა დაუშვილი 63-ე წუთზე გამოჩნდა, თორნიკე ოქრიაშვილი ჯერ განაცხადში ვერ მოხვდა.


მალტა
პრემიერლიგა. ირაკლი ძარიას (90 წუთი) "ლა ვალეტა" "სირენსს" ესტუმრა და 0:0 დაუზავდა.

რუსეთი
პრემიერლიგა. ჯიმი ტაბიძის (სათადარიგო) "უფამ" საბა კვირკველიას (სათადარიგო) "ლოკომოტივს" უმასპინძლა - 1:1.

I დივიზიონი. ირაკლი კვეკვესკირის (90 წუთი) "სკა-ხაბაროვსკი" მოსკოვის "ტორპედოს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

უკრაინა
პრემიერლიგა. დავით ხოჭოლავას (90 წუთი) "შახტარი" "კარპატის" ესტუმრა და 3:0 მოუგო. სანდრო კობახიძის (სათადარიგო) "დნიპრომ" "ზორიას" უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა.

ბელორუსი
ვისშაია ლიგა. გიორგი ქანთარიას (90 წუთი, გააფრთხილეს) "ნემანი" "გოროდეიას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. აკაკი ხუბუტიას (90 წუთი, გააფრთხილეს) "ვიტებსკი" "დნიაპროს" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ლაშა შინდაგორიძის (სათადარიგო) "შახტიორი" "ბრესტს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა.

ლიეტუვა
A ლიგა. გიორგი დიაკვნიშვილის (90 წუთი) "პალანგა" "ბანგას" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ახლა ეს გუნდები საპასუხო მატჩში გაარკვევენ, რომელი დარჩება ელიტაში.

ლატვია
ვირშლიგა. ირაკლი ბიძინაშვილისა (არ უთამაშია) და მათე ცინცაძის (90 წუთი) "იელგავამ" თამაზ პერტიას "ვალმიერას" უმასპინძლა და 0:0 დაუზავდა. გიორგი მჭედლიშვილისა (არ უთამაშია) და გუგა ფალავანდიშვილის (90 წუთი) "ვენტსპილსი" "რიგასს" ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

აზერბაიჯანი

პრემიერლიგა. მერაბ გიგაურისა (90 წუთი) და დავით ვოლკოვის (90 წუთი) "გაბალამ" "საბაჰს" უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა ერთადერთი გოლი ვოლკოვის ანგარიშზეა.

ყაზახეთი
პრემიერლიგა. კახა ცხადაძის "ორდაბასი" "ატირაუს" ესტუმრა და 3:1 მოუგო. ლაშა კასრაძისა (არ უთამაშია) და ელგუჯა ლობჯანიძის (90 წუთი, გააფრთხილეს) "თარაზმა" "კაისარს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ჯაბა კანკავასა (90 წუთი) და ნიკა კვეკვესკირის (61-ე წუთზე შევიდა) "ტობოლმა" "ასტანას" უმასპინძლა და 0:1 წააგო.

ირანი
სპარსეთის ყურის პროლიგა. მაქსიმე ქვილითაიასა (90 წუთი) და ლუკა გადრანის (50-ე წუთზე შეცვალეს) "შაჰინ ბუშეჰრი" სტუმრად "ზობ აჰანთან" დამარცხდა - 0:2. "შაჰინი" 1 ქულით უიმედო აუტსაიდერია.
ასევე დაგაინტერესებთ