კვიპროსული გამოცემა: ვინ თქვა, რომ ქეცბაიას შემტევი ფეხბურთის თამაში არ შეუძლია?

AutoSharing Option
კვიპროსული გამოცემა goal.philenews.com-ი ფამაგუსტის "ანორთოსისის" თამაშს ეხმაურება და გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიაზე საუბრობს.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ ორ შეხვედრაში ფამაგუსტელთა შეტევამ დარჩენილი კრიტიკოსებიც დაადუმა და თავი შესანიშნავად გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. განსაკუთრებით კარგად გამოიყურებოდა ნიკა კაჭარავა, რომელმაც ბოლო 2 მატჩში 2 გოლი გაიტანა. თემურ ქეცბაია ყოველკვირა უფრო და უფრო ნაკლებ შეკითხვას ტოვებს და მის მიერ გაწვრთნილი გუნდიც შესანიშნავად თამაშობს.

ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერაში პირველად ჰყავს გუნდის ლიდერი, უფრო სწორად, პირველად უწოდა თავის ფეხბურთელს ლიდერი. ეს ესპანელ რაიოზე განაცხადა და ქართველი
სპეციალისტისაგან მსგავს სიტყვებს არავინ ელოდა.

ბოლო შეხვედრაში, "ოლიმპიაკოსთან" გუნდმა 8 გოლი გაიტანა. ნახევარი არ ჩაუთვალეს და ამის პარალელურად, შესანიშნავად ითამაშეს დაცვაში. "ანორთოსისი" გახდა პირველი გუნდი, რომელსაც "ოლიმპიაკოსმა" კვიპროსის წლევანდელ ჩემპიონატში გოლი ვერ გაუტანა. ქეცბაიამ ლიგაში საუკეთესო დაცვის ხაზი შექმნა და 7 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

ქართველს დაცვაზე ორიენტირების გამო დიდი ხანი აკრიტიკებდნენ, თუმცა ახლა ყოველ ჯერზე საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ორ მატჩში, რომელშიც ფამაგუსტელებმა გოლი ვერ გაიტანეს, ქეცბაიას გუნდს დიდი უპირატესობა ჰქონდა და ბევრი მომენტი შექმნა.

2015/16 წლებში მისი ხელმძღვანელობით "აპოელმა" ლიგაში გოლების რეკორდული რაოდენობა გაიტანა, წელს კი "ანორთოსისი" თამაშიდან თამაშამდე უფრო აგრესიული ხდება.

როცა ქეცბაიას ვკითხეთ, რა იყო მთავარი მოთხოვნა ფეხბურთელებისადმი, მან გვიპასუხა - "ნულოვანი პასიურობა" და ალბათ, ეს უნდა იყოს იმ მწვრთნელის პასუხი, რომელსაც არასდროს სურს წაგება. წლევანდელ სეზონში "ანორთოსისს" შეხვედრა არ წაუგია, მხოლოდ 2 მატჩში ვერ გაიტანა გოლი, თუმცა იმ შეხვედრებში არც გაუშვია. ამ შედეგებიდან გამომდინარე, ვინ იტყვის, რომ ქეცბაიას შემტევი ფეხბურთის თამაში არ შეუძლია?!


მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩვენ არ გვყავდა მის დროს და არ ახლა გვყავს შემტევი ნაკრები, თორემ თვითონ ქეცბაია ვინც იყო კარგად ვიცით ვისაც გვახსოვს მისი თამაში. მარტოს შეეძლო გუნდი შეტევზე აეყოლიებინა ისეთი ჟინიანი იყო. ნეტავ კიდევ გვყავდეს ახლა ნაკრებში მისნაირი.
Geo_Dinamo
15:57 05-11-2019
0
საქართველოს ნაკრების უმთავრესი პრობლემა (პრაქტიკის ნაკლებობასთან ერთად) არის დისციპლინა! ეს არის სახასიათო შტრიხი, რომელიც საბჭოთა პერიოდის დასასრულისას დაიწყო და პოსტსაბჭოური პერიოდის დასაწყისში განვითარდა. ამ პრობლემამ გამოიწვია სპორტული მენტალიტეტის და პროფესიონალიზმის გაგების გარყვნა. წლები გავიდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში დღემდე ვხვდებით ამის მაგალითებს. დღესაც ვხედავთ პროტექციის წყალობით დაწინაურებულ სპორცმენებს, საეჭვო მატჩებსა და მსაჯობას, არაპროფესიონალურ მენეჯმენტსა და უამრავ სიცრუეს, პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობებს... ამ ყველაფერმა იმოქმედა გულშემატკივარზეც და მასაც დაამჩნია გარკვეული კვალი. გულშემატკივარმაც დაკარგა შესაბამისი კულტურა. სამწუხაროდ ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან რაღაც "ჩამოძინება", რაღაც მომენტში უაზროდ "მოდუნება", რაც მთლიანად ცვლის თამაშის შინაარსს და ეს ძალიან ძნელი ასახსნელია. ჯერჯერობით ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო ნაკრებში დისიპლინის უმაღლეს დონეზე დანერგვა რადგან ეს მენტალიტეტში უკვე ღრმად გამჯდარი პრობლემაა. მოშვებულობა, მოდუნება, უხასიათობა, რაღაც გულგრილი დამოკიდებულება.... მეტნაკლებად ყველა სპორტში იგრძნობა. და არა მხოლოდ სპორტში, ზოგადად სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, მთელს ქვეყანაში ეს სიტუაციაა ამ ეტაპზე. თაობები სჭირდება ამ ყველაფრის ფუნდამენტალურ შეცვლას.
ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს ხასიათი და დამოკიდებულება გენში მოგვდგამს. მართალია ეს უკვე დიდხანს გრძელდება, მაგრამ 1981-ის თბილისის დინამო გავიხსენოთ. მანქანასავით აწყობილი, გერმანული დისციპლინით აღჭურვილი გუნდი, რომელმაც ევროპა დაიპყრო, მას აბსოლიტურად ყველა კონტინენტზე იცნობდნენ! ისინიც ქართველი ბიჭები იყვნენ...
ანესთეზეოლოგი
12:13 05-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული