რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში "სპარტაკი" მოსკოვში 0:1 დამარცხდა ტულის "არსენალთან".
"სპარტაკის" მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ თქვა, რომ ნახევარმცველი ანდრე შურლე ფორმაში არ არის, სასტარტოში ჯანო ანანიძე დააყენა და 84-ე წუთზე შეცვალა.
რაც "სახალხო გუნდს" ტედესკო ჩაუდგა სათავეში, პირველი მარცხი განიცადა - აქამდე 2 მატჩი მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა.
"არსენალში" შეუცვლელად ითამაშა მცველმა გი გრიგალავამ.
"არსენალი" 19 ქულით მეექვსე ადგილზეა, "სპარტაკი" კი 18 ქულით - მეცხრეზე.