დომენიკო ტედესკომ ჯანო ანანიძე ათამაშა - "სპარტაკი" დამარცხდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში "სპარტაკი" მოსკოვში 0:1 დამარცხდა ტულის "არსენალთან".

"სპარტაკის" მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ თქვა, რომ ნახევარმცველი ანდრე შურლე ფორმაში არ არის, სასტარტოში ჯანო ანანიძე დააყენა და 84-ე წუთზე შეცვალა.

რაც "სახალხო გუნდს" ტედესკო ჩაუდგა სათავეში, პირველი მარცხი განიცადა - აქამდე 2 მატჩი მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა.

"არსენალში" შეუცვლელად ითამაშა მცველმა გი გრიგალავამ.

"არსენალი" 19 ქულით მეექვსე ადგილზეა, "სპარტაკი" კი 18 ქულით - მეცხრეზე.


მკითხველის კომენტარები / 3 /
მწვტნელმა კარგად ითამაშაო და შენ სად უყურებდი?ოგონდატ ვინმეს წაკპინოთ რა:(
Mosexoneli
10:04 05-11-2019
2
ჯანოს თამაშს ვუყურე და მართლაც მიკვირს მისი ასეთი უღიმღამო თამაში, შანსი როცა გეძლევა მე მონდომებაა საჭირო, დასეირნობდა და ბურთს თუ მიიღებდა, გვიან ღებულობდა გადაწყვეტილებას, ტემპიდან საერთოდ ამოვარდნილი იყო, თითქოს იგებდა მისი საყვარელი სპარტაკი, არც დრიბლინგი არც ზუსტი ჩაწოდება არც აგრესია არც სისწრაფე რაღაც ხომ უნდა ჰქონდეს თვალში მოსახვედრი ძინავს ტიპს, არადა ადრე ბევრად კარგ ფეხბურთს თამაშობდა.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
22:34 04-11-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული