"სპარტაკის" მწვრთნელი ჯანო ანანიძეს აქებს: ტექნიკურია, კარგად ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატში "არსენალთან" 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ "სპარტაკის" მწვრთნელ დომენიკო ტედესკოს sports.ru-ს ჟურნალისტმა ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზე დაუსვა კითხვა.

- რატომ ითამაშა ანანიძემ საყრდენის პოზიციაზე?
- ჯანომ ვარჯიშებზე თავი წარმოაჩინა. კრალის პოზიციაზე ითამაშა, კრალმა კი იმიტომ არ იასპარეზა, რომ გასულ 2 შეხვედრაში 25 კილომეტრი გაირბინა და დავასვენეთ.

ანანიძე ტექნიკურია. თქვენ ნახეთ, როგორ დაგვეხმარა ამ პოზიციაზე მეორე ტაიმში. მან თამაში დაიმსახურა, კარგად ითამაშა, პასებს არიგებდა. თუმცა, დიახ, სათამაშო რიტმი "ასაკრეფი" აქვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მისი მიცემული ძალიან კარგი პასის შემდეგ გოლი რომ ვერ გავიდა, ხელების შლა რატომ დაიწყო საინტერესოა? “რა ვქნა ძმაო, მე ვიძლები მაგარ პასებს და ვერ გააქვთ გოლებიო!”? არაპროფესიონალიზმია ეგ. ხელები კი არ უნდა შალოს ფეხბურთელმა, უნდა განაგრძოს ბრძოლა მოედნის ყოველი სანტიმეტრიათვის ვიდრე მსაჯი თამაშს არ დაამთავრებს...
არაპროფესიონალი ვარსკვლავური სენით
09:21 05-11-2019
4
დაანებეთ ამ ახალგაზრდად დაბერებულ ფეხბურთელზე წერას თავი!
zurab
13:17 05-11-2019
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული