"სპარტაკის" მწვრთნელი ჯანო ანანიძეს აქებს: ტექნიკურია, კარგად ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატში "არსენალთან" 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ "სპარტაკის" მწვრთნელ დომენიკო ტედესკოს sports.ru-ს ჟურნალისტმა ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზე დაუსვა კითხვა.

- რატომ ითამაშა ანანიძემ საყრდენის პოზიციაზე?
- ჯანომ ვარჯიშებზე თავი წარმოაჩინა. კრალის პოზიციაზე ითამაშა, კრალმა კი იმიტომ არ იასპარეზა, რომ გასულ 2 შეხვედრაში 25 კილომეტრი გაირბინა და დავასვენეთ.

ანანიძე ტექნიკურია. თქვენ ნახეთ, როგორ დაგვეხმარა ამ პოზიციაზე მეორე ტაიმში. მან თამაში დაიმსახურა, კარგად ითამაშა, პასებს არიგებდა. თუმცა, დიახ, სათამაშო რიტმი "ასაკრეფი" აქვს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
სად წამოვა--მაგას სათადარიგოთა სკამზე უფრო დიდი ხელფასი აქვს , ვინემ მთელ ბათუმის დინამოს.
ფერნანდო
02 დეკემბერი 2019 12:19
0
ჩადი ბათუმის დინამოში ითამაშე, შეეშვი ამ სპარტაკს
zviadi
02 დეკემბერი 2019 09:15
0
დაანებეთ ამ ახალგაზრდად დაბერებულ ფეხბურთელზე წერას თავი!
zurab
05 ნოემბერი 2019 13:17
5
მისი მიცემული ძალიან კარგი პასის შემდეგ გოლი რომ ვერ გავიდა, ხელების შლა რატომ დაიწყო საინტერესოა? “რა ვქნა ძმაო, მე ვიძლები მაგარ პასებს და ვერ გააქვთ გოლებიო!”? არაპროფესიონალიზმია ეგ. ხელები კი არ უნდა შალოს ფეხბურთელმა, უნდა განაგრძოს ბრძოლა მოედნის ყოველი სანტიმეტრიათვის ვიდრე მსაჯი თამაშს არ დაამთავრებს...
არაპროფესიონალი ვარსკვლავური სენით
05 ნოემბერი 2019 09:21
4
საიდან იცით, რომ მაგ მიზეზით გაშალა ხელები? საიდან მიაწერეთ ეგ აზრი?

იდალგო
05 ნოემბერი 2019 12:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული