საქართველოს ნაკრებისა და "ვიტორია სეტუბალის" მეკარე გიორგი მაკარიძემ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა "ბოავიშთას" წინააღმდეგ და საკუთარ გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
გიორგიმ პრიმერა ლიგის მე-7 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. ჯამში 5 "სეივი" ჰქონდა და მათგან ერთ-ერთი საუკეთესო მეორე ტაიმში იყო, როცა მატჩის 61-ე წუთზე ძალიან რთული ბურთის მოგერიებაც შეძლო.
"ვიტორია სეტუბალი", რომელსაც 10 ტურში მხოლოდ 3 გოლი (აქედან 1 ავტოგოლი) აქვს გატანილი (6 გაშვებული), გიორგის წყალობით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილს იკავებს.